მთავრობის დადგენილებით, სახლ-მუზეუმები მწერალთა სახლის მმართველობის სფეროში ექცევიან
მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს მმართველობაში მოქმედი სახელმწიფო მუზეუმები მწერალთა სახლის მმართველობის სფეროში მოექცევიან და მის სტრუქტურულ ერთეულად იქცევიან. შესაბამისი დადგენილება 2026 წლის 20 მაისითაა დათარიღებული და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მწერალთა სახლი მწერალთა მუზეუმების გაერთიანებად გარდაიქმნება, თუმცა სახელი კვლავ ძველი — მწერალთა სახლი დარჩება.
რეორგანიზაცია შეეხებათ: საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმს, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმსა და ივანე მაჩაბლის მუზეუმს.
"მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნოს მწერალთა სახლში იმავე თანამდებობაზე. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული პირი არ გამოხატავს წერილობით თანხმობას 2026 წლის 23 მაისამდე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის, სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმის დირექტორების/დირექტორების მოადგილეების თანამდებობებზე დასაქმებული პირები, მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნონ მწერალთა სახლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად/ ხელმძღვანელების მოადგილეებად. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული პირები არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას 2026 წლის 23 მაისამდე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", — წერია მთავრობის დადგენილებაში.
ცნობისათვის, მწერალთა სახლის დირექტორი 2023 წლის სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე. მან ამ თანამდებობაზე ნატა ლომოური შეცვალა.
-
ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება
გადახედვა
-
რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება
გადახედვა
-
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები