დრონის დახმარებით შესაძლოა ზამთრის საუკეთესო ტურისტული სტარტაპი წამოიწყოთ
ფოტო: Shutterstock
ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება და სამთო კურორტები სტუმრების მისაღებად ემზადებიან. ამ დროს საქართველოში უამრავი ტურისტი ჩამოდის და ეს სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება. გუდაური, ბაკურიანი თუ სხვა სამთრო-სათხილამურო კურორტი რამდენიმე თვით ინტერნაციონალური ხდება. აქ ჩამოდიან როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოთხილამურეები, რომლებიც დილიდან საღამომდე სრიალებენ.
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერ ტურისტულ სეზონს ინოვაციებითა და კრეატიული იდეებით შეხვდეთ. ბიზნესის დაწყება რომ მცირე კაპიტალითაც შეიძლება, ეს არაერთხელ დამტკიცდა, თუმცა ამ შესაძლებლობას ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ იყენებს. არადა იდეები უამრავია.
თუ ფიქრობთ რა სერვისის შესთავაზოთ დამსვენებლებს 2017-2018 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დრონი, დარეგისტრირდეთ ინდმეწარმედ და გუდაურში, ბაკურიანში ან რომელიმე სხვა კურორტზე გაეშუროთ. შემდეგ მოგიწევთ კარგი ადგილის შერჩევა, რომელსაც სამუშაო სივრცედ გამოიყენებთ. სასურველია, რომ იყოთ შესამჩნევი, რათა დამსვენებლებმა ადვილად დაგინახონ. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ კრეატიულ რეკლამას და ყურადღებას მიიქცევთ.
რაც შეეხება თავად ბიზნესს, იდეა ძალიან მარტივია. იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც მთიდან თხილამურებით სრიალებს, უჩნდება სურვილი, რომ საკუთარი დაშვება კადრზე აღბეჭდოს, ამ სიამოვნების მისაღებად კი უამრავი მათგანი ფულსაც იხდის. თანამედროვე სამყაროში ზედა ხედიდან გადაღება აღარ არის დაკავშირებული მრავალათასიან ხარჯებთან, პირიქით - დრონის გამოყენებით ამ მიზნის მიღწევა ძალიან მარტივი გახდა.
დრონის გარდა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ GoPro კამერა, რომლის დამაგრება, სხვადასხვა აქსესუარების დახმარებით, სხეულის რამდენიმე ნაწილზეა შესაძლებელი. ამ გზით, შესაძლებელი ხდება დაშვების ახლოდან გადაღება, რაც ილუზიას ქმნის, რომ კადრზე თვალით დანახული პროცესია ჩაწერილი.
იმ შემთხვევაში, თუ ორივე სერვისს ერთდროულად შესთავაზებთ მომხმარებლებს, თქვენი მოგება აუცილებლად გაიზრდება, თუმცა ამ შემთხვევაში მეტი გარჯა გმართებთ. მოგეხსენებათ, მხოლოდ კადრების გადაღება საკმარისი არ არის, მომზადებულ მასალას შემდგომში დამონტაჟებაც სჭირდება, რაც სერვისის საფასურში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, სეზონური ბიზნესი არამარტო ზამთარში, არამედ ზაფხულშიც იდეალურად იმუშავებს.
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
კომენტარები