რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია
ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა, ზაალ კოკაიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების სიძვირეზე ისაუბრა.
19 მაისს, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის ბიუჯეტი "რაციონალურად" უნდა დაიხარჯოს და დიუშენის მედიკამენტები "ფარმაცევტული მაფიაა".
"წარმოიდგინეთ, არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის, მაგალითად, 3 მლნ დოლარი, არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება არის მაქსიმუმ 300 ან 700 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ თავადაც წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია. მთავარია, არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები," — განაცხადა კობახიძემ.
ზაალ კოკაიას განმარტებით, დიუშენის მედიკამენტების სიძვირე განპირობებულია იმ ფაქტორებით, რომ ფარმაცევტულ კომპანიას მისი შექმნისთვისა და განვითარებისთვის 10-ზე მეტი წელი დასჭირდა და ამაში 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. კოკაიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მედიკამენტი იშვიათი დაავადებისთვისაა განკუთვნილი, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და ის მხოლოდ ერთხელ მოიხმარება.
"პრეპარატებიs Elevidys-ის და Sarepta-ის, რომელიც ძალიან ძვირია და რომელზეც ითქვა, თითქოს ფარმაკოლოგიური მაფიის გამოა ძვირიო, ერთჯერადი ინიექცია 3 მილიონ დოლარამდე ჯდება და მხოლოდ ერთხელ მოიხმარება.
მე როდესაც სტატუსი დავწერე, ასეთი კომენტარი იყო, რომ პენიცილინი შეიქმნა და მილიონი ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ ასეთი ძვირი არ იყოო. ამ კომპანიამ 15 წლამდე მოანდომა ამ პრეპარატის განვითარებას და ამაში 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ეს, თავისთავად, გაცილებით უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგანაც ეს იშვიათი დაავადებაა.
იშვიათი დაავადების მომხმარებელი გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, სპეციალური პროგრამები არსებობს სახელმწიფოების მიერ, FDA-ს და EMA-ს მხრიდან, რომლებიც ეხმარება კომპანიებს ფინანსურად, რათა მათ ხელი მოკიდონ ამ იშვიათი დაავადებების წამლების განვითარებას. მაგალითად, თუ ავიღებთ დუშენის დაავადებას, დაახლოებით 1-3 კაცია 5000 პაციენტში. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა და იმისთვის, რომ კომპანიამ, რომელმაც განავითარა ეს პრეპარატი, დაფაროს ხარჯები და ნახოს მოგება, გაცილებით ძვირად უნდა გაყიდოს იმასთან შედარებით, თუ ეს პრეპარატი ძალიან ფართო მოხმარებისაა და ბევრი ხნის განმავლობაში მოიხმარება," — განაცხადა კოკაიამ.
კოკაიას თქმით, სახელმწიფომ დისკუსია მხოლოდ ფინანსების მობილიზებაზე უნდა წარმართოს და არა მედიკამენტების ეფექტიანობაზე მსჯელობაზე. მკვლევარმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მალე მიიღოს, სანამ დაავადების შეუქცევადი პროცესები განვითარდება.
"აქ სადისკუსიო არაფერია. ის ფაქტი, რომ EMA-მ და FDA-მ დაუშვა ეს პრეპარატი ნიშნავს, რომ ეს არის უსაფრთხო და ეს არის ეფექტური. აქედან გამომდინარე, აქ დისკუსია მხოლოდ იმაზე უნდა წარიმართოს, როგორ მოხდეს ამ პრეპარატის დაფინანსება და როგორ შეირჩეს, რა კრიტერიუმებით...
ყველა პაციენტი არ დაექვემდებარება ამ მკურნალობას და გარკვეული შერჩევა უნდა მოხდეს იმ კოჰორტიდან, იმ პოპულაციიდან პაციენტების, რომლისთვისაც ეს შედეგიანი იქნება. დაავადება არის პროგრესირებადი და აქ რაც უფრო დრო გადის, შეუქცევადი პროცესებია. ის კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც ზიანდება, მათი აღდგენა მკურნალობით არ ხდება, უბრალოდ ხდება დაცვა, რომ მეტი არ დაზიანდეს. ამიტომ, რაც უფრო გვიან ხდება მკურნალობის დაწყება, მდგომარეობა მით უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, ბევრი დრო ბევრ ბავშვს არ აქვს სადისკუსიოდ და ერთადერთი დისკუსია შეიძლება წარიმართოს იმაზე, თუ როგორ გამონახოს ეს სახსრები და როგორ უნდა დაფინანსდეს.
თუ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ არის ქვეყნის პრიორიტეტი, მაშინ რაზეა ლაპარაკი საერთოდ? რა პრიორიტეტებზე და რა სახელმწიფოს ზრუნვაზეა ლაპარაკი და რა ეკონომიკურ განვითარებაზე? რად გვინდა ისეთი ეკონომიკური განვითარება, თუ არა გვაქვს სახსრები იმისთვის, რომ პატარა ბავშვებს ინვალიდობა გადავუვადოთ და გავუხანგრძლივოთ ცხოვრება. რაში გამოიხატება მაშინ ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური სიძლიერე?" — განაცხადა კოკაიამ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე ვრცლად იხილეთ:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები