ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე მოქმედი ვაი პოლიტიკოსები — გიორგი სიორიძე სინდისის პატიმრებზე
"მთავარი ის კი არაა, რა ტერმინით მოვიხსენიებთ ამ ადამიანებს, არამედ ის, თუ რატომ მოვიხსენიებთ ასე, სინდისის პატიმრებად" — ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე, აქციების პერიოდში დაკავებულ პირებზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკავებულ პირებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი არიან. კომენტარს IPN ავრცელებს.
სიორიძის განცხადებით, ხელისუფლება დაკავებულების გამოყენებით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
"მთავარი ის კი არაა, რა ტერმინით მოვიხსენიებთ ამ ადამიანებს, არამედ ის, თუ რატომ მოვიხსენიებთ ასე, სინდისის პატიმრებად. ძალიან მარტივია — ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, ისინი არიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. რეჟიმი ცდილობს მათით მანიპულირებას, მათ დასჯას და საზოგადოების დაშინებას. ერთი რამ ვერ გაუგია მდინარაძეს და მის ამფსონებს, რომ ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე დღეს მოქმედი ვაი პოლიტიკოსები ქართულ ოცნებაში. ახლა, როდესაც მათგან მონანიებას და აღიარებას ითხოვენ, ეს თავის თავში წინააღმდეგობას მოიცავს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გაცხადებული აქვთ თავიანთი ბრძოლა თავისუფლებისთვის. სინდისის პატიმრები იმიტომ არიან, რომ უდანაშაულოები არიან," — განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, მდინარაძემ მანამდე განაცხადა, რომ "ვიდრე ერთი მხარე მათ სინდისის პატიმრებს უწოდებს, მეორე კი დამნაშავეებად მიიჩნევს, საზოგადოებრივი შეთანხმება ვერ შედგება".
მისივე თქმით, წლების წინ "სინდისის პატიმრის" ტერმინი გამოიყენებოდა იმ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც სახელმწიფო უსამართლოდ მოქმედებდა, თუმცა, დღეს ეს ცნება "გაუფასურებულია".
"5-6 წლის წინ სინდისის პატიმრად იწოდებოდა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც სახელმწიფომ გამოიყენა უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იყო უპრეცედენტო, უსამართლობის ხარისხის თვალსაზრისით და ეს იყო საყოველთაოდ იმდენად გავრცელებული, რომ მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა. იმდენად გააუბრალოვეს ეს სიტყვა, რომ გაცვდა და არასერიოზულად გამოიყურება. მე რომ ვყოფილიყავი მათი რომელიმეს ადვოკატი, მე თვითონვე ვიქნებოდი სასტიკი წინააღმდეგი რომ სინდისის პატიმარი ვინმეს ეწოდებინა, იმიტომ, რომ ეს იმდენად არასერიოზულია, რომ შემდეგ სხვა არგუმენტს სერიოზულად არავინ ისმენს.
მე, როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მონანიება. თუ ადამიანი ითხოვს შეწყალებას, გააცნობიერებს რა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ ვიქნები წინააღმდეგი“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები