მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
ფოტო: IPN
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია სინოდის გაფართოებული კრების გამართვამდე დაწერილ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ "პასუხისმგებლობის უდიდესი ტვირთი დაეკისრება ყოველ ჩვენგანს და, რაღა თქმა უნდა, უპირველესად ახალგამორჩეულ პატრიარქს — "თანასწორთა შორის უპირატესს".
"ეს წერილი გაფართოებული კრების გამართვამდე მივწერე მეუფეებს: "ვფიქრობდი მღვდელმთავრებსაც ექნებოდათ მოკლე სიტყვის თქმის ვალდებულება და ამიტომ მოკლე სიტყვა მეც შევადგინე. რადგანაც კრებაზე ამის შესაძლებლობა არ იქნება, მისალმების ეს ტექსტი — რადგანაც უკვე დაწერილი მაქვს — მინდა მაინც გამოგიგზავნოთ, მანამ სანამ, ღვთის მადლით, ახალ პატრიარქს გამოვირჩევდეთ…
ვმადლობთ უფალს და თქვენ ყველაფრისათვის!
და აქვე დაურთავ მისალმების ამ სიტყვასაც
"ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სათქმელი სიტყვა
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო შიო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, ყოვლადუსამღვდელოსნო მეუფენო, მამანო, დედანო, ქალბატონებო და ბატონებო.
უდიდესი მნიშვნელობისაა დღევანდელი საპატრიარქო არჩევნების დღე ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში… და სწორედ ამით მინდა დავიწყო და ჩემი ხმა შევუერთო ხალხის მიერ პატივისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის ხმას, რაც მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. ამ დღეებში ბევრი ვიდეო — თუ აუდიოჩანაწერი მოვისმინეთ და ერთგან მისი უწმინდესობა თავმდაბლობითა და ღიმილით ბრძანებდა: "მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე და ახლა უკეთესი სხვამ გააკეთოს..." ეს სიტყვები ანდერძიცაა, პასუხისმგებლობაც და უდიდესი ნდობაც — ჩვენდამი გაცხადებული… ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ დროსა და ეპოქაში, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ოფლსა და სისხლს ღვრიდნენ. დღეს გვაქვს ეს დიდი ბედნიერება, რასაც ნატრობდნენ ჩვენი ღირსეული წინაპრები: სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობა, გვაქვს სახელმწიფო, გვყავს ჩვენი საკუთარი ხელისუფლება, საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტები. ახლა კი აქ, ამ ტაძარში შევიკრიბეთ, რათა ავირჩიოთ ჩვენი სულიერი მამამთავარი…
როგორი დიდი პასუხისმგებლობაა ეს, უპირველესად ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე!.. და უნებურად დიადი ვაჟას ლექსიდან კაცს გაგახსენდება სიტყვები: "ტანზე ამასხა ეკალი საფლავთ წინაპართ კვნესამა, აკლდამებიდან მწყრომარედ იმათმა გადმოხედვამა". და ამ საფლავებიდან "მწყრომარე" მზერით პირველი წარმოგვიდგება თვალწინ წმინდა ილია მართალი, რომელიც ამბობს: "არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა კაცთა მუსრვას და ომსაო!.. ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო; ვინც არ შეუდრკა მრავალსა, ხშირად მართლისთვის მწყრომსაო, ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის და პირში უდგა ლომსაო". სიბრძნეს და სწორედ ასეთ ვაჟკაცობას, სიმტკიცესა და მოკრძალებას ვუსურვებთ ჩვენს მომავალ პატრიარქს!
თუ რა იქნება არჩევნების შედეგი, ხომ ყველანი ვნახავთ და ისევ ხომ ამქვეყნისა და ამ ეკლესიის შვილებად ვრჩებით.
პასუხისმგებლობის უდიდესი ტვირთი დაეკისრება ყოველ ჩვენგანს და, რაღა თქმა უნდა, უპირველესად ახალგამორჩეულ პატრიარქს — "თანასწორთა შორის უპირატესს".
და, დასასრულ, მსგავსად ნიკოლოზ ბარათაშვილისა: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება..."
დაე, ეს გზა იყოს აღსავსე ჭეშმარიტებით, სიყვარულითა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით.
პატივისცემით,
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია“.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაში, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი უნდა შეერჩიათ, საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ სასულიერო აკადემიის დიპლომის არქონის მოტივით, სინოდმა მისი კანდიდატურა არ მიიღო.
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. დღეიდან ასე იწოდება, როგორც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთის და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
ტახტის მოსაყდრემ კენჭისყრაზე 39 ხმიდან 22 ხმა მიიღო. დანარჩენი ორი კანდიდატიდან, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა მიიღო 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა 7 ხნა, 1 ხმა გაუქმდა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები