ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ, ტენერიფეში მისული საკრუიზო გემიდან 150-მდე მგზავრის ევაკუაცია მოხდა
ტენერიფეში, ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ჰანტავირუსის აფეთქების ცენტრში მოქცეული საკრუიზო გემიდან — MV Hondius — ათეულობით მგზავრი და ეკიპაჟის წევრია ევაკუირებული. გემზე ვირუსის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რვა დაინფიცირდა, რის შემდეგაც საერთაშორისო სამაშველო და ჯანდაცვის ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გემი კანარის კუნძულებზე კვირას, გამთენიისას ჩავიდა, ბორტზე 146 ადამიანით. ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით, მგზავრები და ეკიპაჟი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ კაიუტებში იზოლაციაში იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ მგზავრებს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, ყველა მათგანის ჯანმრთელობა შეამოწმეს.
ევაკუაცია ორ დღეში განხორციელდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები სპეციალური ჩარტერული რეისებით საკუთარ ქვეყნებში გაამგზავრეს — მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, კანადაში, თურქეთში, ირლანდიასა და ავსტრალიაში.
დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული 22 მოქალაქე სპეციალურ კარანტინში გადაიყვანეს, სადაც ისინი რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, შემდეგ კი სახლში თვითიზოლაციას გააგრძელებენ. ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მათ შორის ინფიცირების სიმპტომები არ ფიქსირდება.
თუმცა, საფრანგეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ გემიდან დაბრუნებულ ერთ მოქალაქეს დაავადების სიმპტომები აღენიშნება და ის მკაცრ იზოლაციაშია მოთავსებული. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით კი, ევაკუირებულ ორ ამერიკელს დამატებითი გამოკვლევები უტარდება — ერთს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მეორეს კი ვირუსის სუსტი PCR დადებითი პასუხი დაუდგინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, რომ არსებული ვითარება ახალი პანდემიის საფრთხეს არ ქმნის. მათი განმარტებით, ჰანტავირუსი COVID-19-ის მსგავსად სწრაფად არ ვრცელდება და ძირითადად მხოლოდ ძალიან ახლო კონტაქტით გადადის. მიუხედავად ამისა, ვირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა რვა კვირამდეც გაგრძელდეს, რის გამოც ყველა ევაკუირებულ პირს ხანგრძლივი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.
საერთაშორისო უწყებები ამ დრომდე აგრძელებენ იმ ადამიანების მოძიებასა და კონტროლს, რომლებმაც გემი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დატოვეს, რათა ვირუსის შესაძლო გავრცელება სრულად აღიკვეთოს.
ცნობისთვის, საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის იშვიათი და საშიში შტამი დაფიქსირდა. ეპიდაფეთქებას, რომელიც ადამიანებს შორის ვირუსის გადადების რისკს შეიცავს, უკვე ემსხვერპლა 3 ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები