დღეს საქართველოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს — ღონისძიების დეტალები
"ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი", — ამის შესახებ გუშინ, 10 მაისს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემლძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა და 11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი დააზუსტა. მისი თქმით, რიგით მეთოთხმეტე გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს შეარჩევენ.
"მოგეხსენებათ, რომ ხვალ მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნულია გაფართოებული კრება. გაფართოებული კრება ნომერით არის მეთოთხმეტე და იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა", — განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მამა ანდრია ჯაღმაიძემ ღონისძიების საორგანიზაციო დეტალებზე ისაუბრა.
ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური სიებით შედგენილი 1 200 დელეგატისთვის იქნება შესაძლებელი. სტუმრების 10:00-დან 12:00 საათამდე მიიღებენ. ტაძრის მიმდებარედ ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.
ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პირდაპირ ეთერში კრების გახსნას "პირველი არხი" გააშუქებს, კენჭისყრასა და შედეგების გამოცხადებას. მობილური ტელეფონების გამოყენება მკაცრად შეიზღუდება. ასევე, არ გაშუქდება ხმის დათვლის პროცესი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ ბიულეტენში სამი კანდიდატი იქნება მითითებული. ხმის მიცემა ფარულია, შედეგებს კი საზოგადოებას მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) გააცნობს.
ანდრია ჯაღმაიძემ ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე სიტყვით გამოვლენ თავად კანდიდატები და მათი ეპარქიის წარმომადგენლები. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიული მიმოხილვას წარადგენს.
შეგახსენებთ, რომგაფართოებული კრება დღეს, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომლებიც 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე შეირჩნენ. ესენი არია: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს 39 ხმიდან ნახევარზე მეტი, 20 ხმა. 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, მიტროპოლიტებმა გრიგოლმა და იობმა 7-7 ხმა.
საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნეებს სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ. მათივე ცნობით, ეზოში დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.
- 11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამებაში გაიმართება
- მეუფე შიო: მომდევნო კვირაში დიდი საეკლესიო კრების ჩატარდება, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
- კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა
- ეკლესიის შიგნით "გარკვეული დამაპირისპირებელი ხმები, კომენტარები, შეფასებები არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას"
- რა წერია პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამულ ხედვაში?
- ანდრია ჯაღმაიძე: მცდელობები, რომ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები