შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის — გიორგი შარაშიძე 26 მაისის აქციაზე
პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატის, გიორგი შარაშიძეს განცხადებით, ოპოზიციური ალიანსის მიერ 26 მაისისთვის დაანონსებული აქცია შესაძლოა "ახალი 4 ოქტომბრის" მცდელობა იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
როგორც შარაშიძემ განაცხადა, მის პარტიას აღნიშნულ აქციასთან "არანაირი კავშირი" არ აქვს და 26 მაისს მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას გეგმავს.
"არანაირი კავშირი არ გვაქვს იმ ხალხთან, ვინც 26 მაისს რაღაც ტიპის აქციის მოწყობას აპირებს. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ყოველთვის ქართველ ხალხთან აღვნიშნავდით. წელსაც ასე მოვიქცევით. ნებისმიერი დაპირისპირების შეტანა ამ პროცესში მიუღებელია, მით უფრო, იმ ხალხისგან, ვინც თავად არიან 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციის ავტორები.
26 მაისს რუსთაველზე ყოველთვის გამოდიოდა ხალხი. ამ ხალხის გამიჯვნა და თვლა, ვიღაც თურმე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის დაძახებულზე გამოვიდა და ვიღაცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, არასასიამოვნოა. თქვენ გსიამოვნებთ ხალხის დაყოფა იმ ნიშნით, ვინ რისთვის არის გამოსული 26 მაისს?! შეეძლოთ ნებისმიერი სხვა დღე აერჩიათ. ჩვენთვის მთავარია არა ის, რომელ საათზე გამართავენ აქციას, არამედ ის, რომ ისინი არიან 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის ავტორები და მონაწილეები. ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ. თავად არ საუბრობენ, რა მოხდა 4 ოქტომბერს რეალურად და ახალი თარიღების დაანონსება, ბუნებრივია, სრულიად უპასუხისმგებლოა.
ზოგადად, რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდი, ჯერ ვნახოთ, რას გააკეთებენ და რამდენად შეძლებენ ისინი ისეთი მასშტაბური აქციის ორგანიზებას, რომელმაც შეიძლება რაღაც გარდამტეხი როლი ითამაშოს პოლიტიკურ პროცესში და მერე ვისაუბროთ. წინასწარ ბაქი-ბუქს არავის ვურჩევ. ჩვენთვის მთავარია, რომ 26 მაისი დარჩეს ერთიანობის დღედ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ და არ იყოს ხალხში დამატებით კიდევ შეტანილი დაპირისპირება. თარიღების დაანონსება თავად ქმნის არასწორი მოლოდინების გაჩენის საფუძველს. ამ თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს 4 ოქტომბერს. ჩემთვის ჰგავს 4 ოქტომბერს და ამ ხალხმა თუ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა, მაშინ ეს მათი ძალიან დიდი პრობლემაა. მე მათ ვურჩევდი, ყველა გონს მოეგონ. ნურავინ ნუ გახდება საზოგადოების დაპირისპირების წყარო და მოტივაცია და ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობით აგოს პასუხი," — განაცხადა დებუტატმა.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა ალიანსმა 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ალიანსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს.
ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია!
სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.
ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის!
გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!"— ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ბრალდებით 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები — პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია — სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
- სასამართლომ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
- თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- ირაკლი შაიშმელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განესაზღვრა.
იხილეთ მეტი 4 ოქტომბრის საქმეზე: 4 ოქტომბრის საქმე - მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები