გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 10 მაისიდან 26 მაისამდე ოპოზიციის ალიანსი საყოველთაო კარდაკარის კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ალიანსის წარმომადგენლები დედაქალაქის ყველა უბანს ესტუმრებიან და მოსახლეობის მოსაზრებებს მოისმენენ.
"10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება, პირველ ეტაპზე, თბილისში. ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ, ჩვენს გზავნილებს მივიტანთ და საზოგადოების აზრს მოვისმენთ", — განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, იგი 26 მაისს პირველი მასშტაბური პოლიტიკური შეკრების გამართვას გეგმავს.
"26 მაისს იქნება სუფთად პოლიტიკური შეკრება, ღიად ვამბობ. ალიანსისთვის ეს იქნება პირველი პოლიტიკური საერთო მანდატის წამოღება საზოგადოებისგან. ჩვენ გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ აბსოლუტურად ყველას და გვსურს მათგანაც მანდატი მივიღოთ. პირველი მანდატის აღება იქნება ოპოზიციის ალიანსის მხრიდან საზოგადოებისგან," — აღნიშნა მან.
მისივე შეფასებით, აქციაზე მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, ეს შეკრება ალიანსისთვის იქნება მაგალითი, თუ საიდან უნდა დაიწყოს გაერთიანებამ პოლიტიკური აქტივობა.
"ხელისუფლება სულ სიცილში, ტყუილში და სიძულვილის ენაშია. ჩვენი დაპირისპირება და გათითოკაცება უნდათ. ჩემთვის მთავარია, მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. მე მინდა უკეთესი. თუ ცოტა ხალხი მოვა ესეც ბაზაა, საიდან ვიწყებთ ხომ უნდა დავინახოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი სასტარტო წერტილი იქნება. მერე შევადაროთ შემდეგ შეკრებებზე გაიზარდა თუ არა ხალხის რაოდენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში მოგვყვება," — განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია უფრო შეკრულია და და საზოგადოების მხრიდანაც ნდობა გაზრდილია. მისივე თქმით, მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის მკაფიო ალტერნატივის შეთავაზებაა — ძლიერი ეკონომიკის, სრულფასოვანი დემოკრატიისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ამასთან, ვაშაძემ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან ლელო — ძლიერი საქართველო და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ალიანსის კარი სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც ღიაა.
"ადრეც მხარს ვუჭერდი ერთიან, სრულ კონსოლიდაციას და ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდება. ლელოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დიდ პატივს ვცემ. დრო გვიჩვენებს, რომელი გზა უფრო სწორია, ალიანსის გზა, სადაც პარტიები გაერთიანდა თუ ცალკე დგომის გზა. ჩვენ არავისთვის კარი არ დაგვიხურავს. არჩევნები დღეს არ ტარდება. იქნებ ლელომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ან ჩვენ მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება, თუ დავინახავთ, რომ სხვა გზა სჯობს. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ვინმეს რამეს ვაძალებ. მამუკა ხაზარაძესაც დიდ პატივს ვცემ, ბადრი ჯაფარიძესაც, ლელოს ახალგაზრდულ გუნდს, ირაკლი იქნება თუ სხვა, მე მათთან თანამშრომლობა მინდა და ღიად ვაცხადებთ ამას. დღეს ალიანსში ვინც შეიკრა, შეიკრა, ხვალ და ზეგ შეიძლება ახალი ადამიანები და ჯგუფები შემოვიდნენ," — თქვა მან.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
კომენტარები