ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

14 Apr. 2026, 13:59

"არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს.

ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდ, რაც მის პოლიტიკურ წონადობას ამცირებს და საფრთხეებს ბევრი მიმართულებით ქმნის. ასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ამ ტენდენციებს ჩვენი გადაწყვეტილებით ვუწყობთ ხელს. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების შეზღუდვით, რამაც ავტომობილები უკვე გააძვირა. კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად იმატებს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ