ნახეთ რეიფ ფაინზი და გლენ ქლოუზი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში — ტრეილერი
დაე, იღბალი მუდამ...
ფოტო: Lionsgate
და, აი, დრო მოვიდა, ისევ დავბრუნდეთ პანემში. ამჯერად, არც მეტი, არც ნაკლები, მეორე კვარტალური ჯახისთვის.
სულ ახლახან გამოვიდა შიმშილის თამაშების ახალი ფილმის — მკის განთიადის — მორიგი ტრეილერი. სერიაში თავისი წინამორბედის (ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე) მსგავსად, ეს ფილმიც წინაისტორია, ე.წ. პრიკველია: მასში მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ვითარდება. მოგეხსენებათ, ქეთნისი რიგით 74-ე შიმშილის თამაშებში ასპარეზობდა, მკის განთიადში კი სიუჟეტი საიუბილეო 50-ე შიმშილის თამაშებზე, მეორე კვარტალურ ჯახის დროს ვითარდება. სწორედ ამ წელს მონაწილეობდა სასიკვდილო შეჯიბრებაში ქეთნისისა და პიტას მენტორი, ჰეიმიჩ აბერნათი.
კვარტალურ ჯახში, როგორც ალბათ იცით, კაპიტოლიუმი თამაშის წესებს ცვლის ხოლმე: ამჯერად, თორმეტ რაიონს დაევალა, ორჯერ მეტი შეწირული შეერჩიათ. ამდენად, 50-ე შიმშილის თამაშებში 24-ის ნაცვლად 48 შეწირული იბრძოლებს...
გასაკვირი არაა, რომ შიმშილის თამაშების ამ ნაწილსაც ვარსკვლავური ქასთი ჰყავს. მთავარ როლს 20 წლის ჯოზეფ ზადა ასრულებს, მაგრამ მასთან ერთად ფილმში ისეთ ლეგენდარულ მსახიობებს ვიხილავთ, როგორებიც არიან რეიფ ფაინზი (პრეზიდენტ კორიოლანუს სნოუს როლში) და გლენ ქლოუზი, რომელიც ახალ პერსონაჟს, დრუსილა სიკლს, წარმოგვიდგენს. სიკლი კაპიტოლიუმის მიერ მე-12 რაიონის შეწირულებისთვის გამოყოფილი თანმხლებია (რომლის ადგილიც მოგვიანებით ეფი თრინკეტმა დაიკავა). სხვათა შორის, ახალგაზრდა ეფის ამ ფილმშიც ვიხილავთ — პერსონაჟს, რომელიც იმ დროისთვის კაპიტოლიუმის სტილისტია, ყველასთვის საყვარელი ელ ფენინგი განასახიერებს. ვხვდებით კიდევ ერთ ნაცნობ სახეს, ტელეწამყვან სეზარ ფლიკერმანს, რომლის როლიც კირან კალკინს ერგო.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შეგიძლია თავადვე შეავლო ყველაფერს თვალი ამ ტრეილერში...
მკის განთიადი შიმშილის თამაშების შემქმნელის, სიუზენ კოლინზის, 2025 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების (Sunrise on the Reaping) ბესტსელერ რომანს ეფუძნება. წიგნმა ავტორის პირადი რეკორდი მოხსნა და გამოსვლიდან პირველივე კვირაში 1,5 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა მსოფლიოში; აქედან 1,2 მილიონი ასლი — მხოლოდ აშშ-ში, რაც ორჯერ აღემატება მისი წინამორბედის გაყიდვებს და სამჯერ — შიმშილის თამაშების ტრილოგიის დასკვნითი წიგნის, კაჭკაჭჯაფარას, იმავე მონაცემს.
შიმშილის თამაშების ავტორი სიუზენ კოლინზი
ფოტო: Getty Images
შიმშილის თამაშების წიგნები, რომელთა გამოცემაც სიუზენ კოლინზმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. დისტოპიური საგა, რომელსაც ჩვენი რეალობის წინასწარმეტყველებასაც მიაწერენ, 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. ტრილოგიის მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა, ჯენიფერ ლოურენსით მთავარ როლში, ჯამურად $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.
რაც შეეხება მკის განთიადს, ფილმი კინოეკრანებზე 20 ნოემბერს გამოვა.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები