East Duo — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზოგჯერ ყველაფერი ერთი უბრალო, სპონტანური ნაბიჯით იწყება. თუმცა, დაწყებაზე მნიშვნელოვანი მუდმივი განვითარება და ახალი გზების ძიებაა. ასეთია მუსიკალური ჯგუფი East Duo, რომელმაც დაამტკიცა, რომ თუ არ გაჩერდები, ქართული ფანდურის ჰანგები შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ათასობით ადამიანისთვის გასაგებ ენად აქციო.
საქართველოს ბანკი შეუჩერებელი ადამიანების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, გიამბობთ სამ მუსიკოსზე — ლევან ბანცაძეზე, მამუკა და გიორგი მატკავებზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქართულ მუსიკას ახალი ჟღერადობა შესძინონ და გააცნონ ის მსოფლიოს.
სპონტანური დასაწყისი
როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, East Duo წინასწარ დაგეგმილი პროექტი არ ყოფილა. მეტიც, თავდაპირველად, სულაც არ შეხვედრიან ერთმანეთს ჯგუფის შექმნის იდეით.
მათი ისტორია 2020 წელს იწყება. გიორგი მატკავა და ლევან ბანცაძე ხშირად უკრავდნენ ერთად, თუმცა აუდიტორიის წინაშე ჯგუფის სახელით არ გამოდიოდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთ კონცერტზე დუეტისთვის სახელის შერჩევა გახდა საჭირო და სწორედ მაშინ, სპონტანურად გადაწყვიტეს, მსმენელისთვის თავი East Duo-ს სახელით გაეცნოთ. შემდეგ დუო ტრიო გახდა და მათ მამუკა მატკავაც შეუერთდა.
მოულოდნელი გლობალური წარმატება
სიმღერა Chubina-მ ქართული ჯგუფი East Duo მსოფლიოს გააცნო. როგორც თავად ამბობენ, ასეთ მასშტაბურ გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდნენ. პირველად ეს სიმღერა 2021 წელს დაიწერა და ონლაინ სივრცეში სახლში ჩაწერილი ვერსიით არსებობდა.
დიდი წარმატება 2024 წელს მოვიდა, მაშიდ, როდესაც სიმღერა ინტერნეტ სივრცეში უცებ გახდა პოპულარული და შევიდა Shazam-ის გლობალურ Top 200-სა და iTunes-ის Top 20-ში. ქართული ჟღერადობა ისმოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. მეტიც, Spotify-ზე 130 მილიონზე მეტ სტრიმსაც კი გადააჭარბა.
Chubina-ს ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ხელახლა ჩაიწერა სიმღერის სტუდიური ვერსია.
“2021 წელს როდესაც Chubina ჩავწერეთ, საერთოდ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ასეთ გზას გაივლიდა. მუსიკა სპონტანურად, ძალიან უბრალო, სახლის პირობებში შეიქმნა — ტელეფონზე ჩაწერილი, ყოველგვარი სტრატეგიისა და მოლოდინის გარეშე. როდესაც დავინახეთ, რომ Chubina სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა და შაზამის გლობალურ ჩარტებში მოხვდა, მართლა გავოცდით. რთულია სიტყვებით აღწერო განცდა, როცა შენი მუსიკა ისეთ ქვეყნებში ჟღერს, სადაც ადამიანები შეიძლება არც კი იცნობდნენ საქართველოს, ქართულ ენას, მაგრამ გრძნობენ იმ ემოციას, რომელსაც შენ გადასცემ.“ — აღნიშნავენ East Duo-ს წევრები.
ფესვებიდან თანამედროვე ჟღერადობამდე
ქართული ფოლკლორისა და კონკრეტულად ფანდურის სიყვარული სამივე მათგანს ბავშვობიდან მოსდევს. მუსიკა მათთვის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, და რა გასაკვირია, რომ ხალხური სიმღერებიდან მოდის ის ემოცია, სიღრმე და მელოდიური განწყობა, რომელიც დღეს East Duo-ს შემოქმედებას ახასიათებს.
Chubina-ს პოპულარობის შემდეგ გაიზარდა პასუხისმგებლობა, გაჩნდა ახალი შემოთავაზებები და პროექტები. თუმცა, მთავარი მიზანი უცვლელი დარჩა: მსმენელისთვის ემოციური და შთამაგონებელი მუსიკის შექმნა.
დღეს East Duo-ს აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია.
“მსმენელები გვყავს ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან — სხვადასხვა კულტურისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანები, რომლებიც ჩვენს მუსიკაში საერთო ან განსხვავებულ ემოციას პოულობენ. ჩვენი აუდიტორია ასაკობრივადაც ფართოა. გვწერენ, როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრული მსმენელები, რომლებიც აფასებენ სიმშვიდეს, სიღრმესა და ატმოსფეროს ჩვენს მუსიკაში.“ — ამბობს East Duo.
სამომავლო გეგმები
პოპულარობის პიკში მყოფი ჯგუფისთვის 2026 წელი გამოწვევებით სავსეა, როგორც თავად აღნიშნავენ:
“სამომავლოდ ძალიან აქტიური პერიოდი გველოდება. 2026 წელს ვგეგმავთ 6 ახალ რელიზს, რომლებიც ჩვენი შემოქმედების ახალ ეტაპს წარმოაჩენენ, შესაბამისად, თითოეულ ნამუშევარზე განსაკუთრებული ყურადღებით ვმუშაობთ. ასევე გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა ცოცხალ შესრულებაშიც უფრო მასშტაბურად წარმოვადგინოთ — სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აუდიტორიასთან.“
გიორგის, მამუკასა და ლევანის მიზანი მარტივია: შექმნან მუსიკა, რომელიც ქართულ ფესვებსა და თანამედროვე ჟღერადობას ჰარმონიულად გააერთიანებს. სწორედ ეს შინაგანი იმპულსი და ახლის ძიების მუდმივი სწრაფვა განაპირობებს იმას, რომ ისინი არასდროს ჩერდებიან.
უფრო მეტის გასაგებად იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ ჩერდებიან, ეწვიეთ ვებგვერდს.
East Duo-ს შესახებ კი ნახეთ ვიდეო.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები