დავით გურგენიძე: ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა
"ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს... ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", — განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სტუ-სა და თსუ-ის გაერთიანების შესახებ. მისი განმარტებით, ერთი წელია, რაც 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტროს განათლების რეფორმაზე მუშაობს. მისივე თქმით, მისთვის და ჯაბა სამუშიასთვის უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ცნობილი წინა დღეს გახდა.
"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. მე, როგორც რექტორს, პირადი აზრი, დიდი ხანია, მაქვს, მაგრამ არ მაქვს უფლება აზრის დაფიქსირების, ვიდრე ყველა მხარესთან არ მექნება საუბარი. ჩემს აზრს დავაფიქსირებ კოლეგებთან, შემდეგ კი — ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ერთი წელია, 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტრო ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მაგრამ უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება ჩემთვის და ჯაბა სამუშიასთვის ცნობილი წინა დღეს გახდა. მეორე დღეს, მინისტრთან შეთანხმებით, შევკრიბეთ პროფესორ-მასწავლებლები და გავაცანით ეს იდეები. მე და ჯაბა სამუშიამ ვიცით, რამხელა ტვირთი გვაქვს, გარწმუნებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", — განაცხადა გურგენიძემ.
შეგახსენებთ ოცნების ხელისუფლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ოცნების ხელისუფლების განათლების და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს.
გივი მიქანაძის ბრძანებით შეიქნება მართვის დროებითი ორგანო — საბჭო და დაინიშნება რექტორის და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავენ.
- ჯაბა სამუშია: დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია
- თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება
- გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას
- შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
- ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ
- "ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
კომენტარები