Ted Lasso-ს მე-4 სეზონი Apple TV-ზე ზაფხულში გამოვა
ამჯერად მწვრთნელი ლასო ახალ, ქალთა საფეხბურთო კლუბს ჩაუდგება სათავეში.
ფოტო: Apple TV
Apple TV-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი ბრუნდება: სტრიმინგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Ted Lasso-ს მე-4 სეზონის პრემიერა ზაფხულში შედგება. ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, თუმცა ეს განცხადება მნიშვნელოვანია პლატფორმისთვის — სერიალს, რომელიც Apple TV-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროექტად ითვლება, რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა.
კადრი Ted Lasso-ს მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Apple TV
სერიალის მესამე სეზონი 2023 წელს დასრულდა და მაშინ ბევრს ეგონა, რომ ეს ისტორიის დასასრული იყო. თუმცა შარშან Apple-მა დაადასტურა, რომ მე-4 სეზონზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო ივლისში პირველი კადრიც გაავრცელა. ახალი სეზონი ახალ სიუჟეტურ ხაზს დაიწყებს: ტედი (ჯეისონ სუდეიკისი) სათავეში ჩაუდგება AFC Richmond-ის ახალ, ქალთა საფეხბურთო გუნდს.
კადრი Ted Lasso-ს მეოთხე სეზონიდან
ფოტო: Apple TV
მე-4 სეზონში მაყურებელი იხილავს როგორც ძველ, ისე ახალ მსახიობებს. ჯეისონ სუდეიკისის გარდა, სერიალში ბრუნდებიან ჰანა უოდინგემი, ჯუნო ტემპლი, ბრეტ გოლდსტინი, ბრენდან ჰანტი და ჯერემი სვიფტი. ახალ სახეებს შორის არიან ტანია რეინოლდსი, ჯუდ მაკი, ფეი მარსეი, რექს ჰეიზი, აისლინგ შარკი, ები ჰერნი და გრანტ ფილი. კრეატიულ გუნდს ასევე შეუერთდა სატელევიზიო კომედიებზე, მათ შორის 30 Rock-სა და Modern Family-ზე მუშაობით ცნობილი ჯეკ ბერდიტი, რომელიც აღმასრულებელი პროდიუსერის როლს შეასრულებს. მისი დამატება Apple TV-სთან გაფორმებული "ახალი საერთო კონტრაქტის" ნაწილია.
Ted Lasso მეოთხე სეზონით ზაფხულში ბრუნდება
ფოტო: Apple TV+
ასევე ნახეთ: Pluribus — თავაზიანი აპოკალიფსი ვინს გილიგანისგან
ეს ამბავი იმ ფონზე ვრცელდება, როცა Apple ცდილობს საკუთარი სტრიმინგ-სერვისის მასშტაბის გაფართოებას: განხორციელდა რებრენდინგი, გაიზარდა ინტერესი ლაივ-სპორტის მიმართ და დაემატა მაღალი პროფილის სერიალები, მათ შორის Pluribus, Breaking Bad-ის შემქმნელის, ვინს გილიგანის ახალი პროექტი. ფართო აუდიტორიაზე გათვლილი კომედიური სერიალის, Ted Lasso-ს დაბრუნება ამ სტრატეგიას კარგად ერგება — თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა მისი მეორე სიუჟეტური ეტაპი ისეთივე წარმატებას, როგორიც დებიუტი იყო.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები