"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ გუშინ ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის საქართველოში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ფილმის საქმეზე.
პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნება BBC-ს სთხოვს, აიღოს ფილმი და მასთან დაკავშირებული მასალების შესაბამისი პლატფორმებიდან და "საჯაროდ და მკაფიოდ" მოიხადონ ბოდიში.
"პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მოვმართეთ BBC-ის. რაც შეეხება საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნას: აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს რომლებიც არღვევს თავად BBC-ის სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან, BBC-მ მის პუბლიკაციაში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, რომ თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება კამიტი. ეს მტკიცება არ ეფუძნება არცერთ გადამოწმებულ დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შსს-ს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია.
BBC თავის პუბლიკაციებში, ასევე მცდარად წარმოაჩენს, ფაქტებს ისე, თითქოს შეკრების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები.
გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნება BBC-ს სთხოვს, აიღოს ფილმი და მასთან დაკავშირებული მასალების შესაბამისი პლატფორმებიდან და BBC-იმ "საჯაროდ და მკაფიოდ მოიხადოს ბოდიში.
"ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს "კამიტი". ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ", — თქვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ბრიტანეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ საჩივრით ჯერ მედიას უნდა მიმართონ, თუ მედია არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვაა. თუ კიდევ არ აღმოიფხვრა დარღვევა, ბრიტანეთის სასამართლოს მიმართავენ.
"დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ. თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას", — განაცხადა პაპუაშვილმა.
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები