მოსკოვის პროკურატურამ 30 წლის ალექსანდრე საქანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოსკოვის პროკურატურამ 30 წლის ალექსანდრე საქანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, საქანაია პირველ 5 წელს მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში მოიხდის.
გამომძიებლების თქმით, საქანია პირადად იცნობდა უკრაინის მხარეს მებრძოლი ორგანიზაცია "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" (RVC) ლიდერს, დენის კაპუსტინს. სავარაუდოდ, საქანია ორგანიზაციას შეუერთდა და საქართველოში ყოფნისას ახალი წევრების მოძიება დაიწყო.
მოსკოვის პროკურატურა ალექსანდრე საქანიას უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება.
ალექსანდრე საქანია
"30 წლის ალექსანდრე საქანია დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მონაწილეობა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში), რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.4 მუხლის მე-2 ნაწილით (მონაწილეობა ტერორისტულ ორგანიზაციაში), რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილით (მონაწილეობა ტერორისტულ ორგანიზაციაში) და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში).
დადასტურდა, რომ საქანიამ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის დეკემბრამდე საქართველოში ყოფნისას, გამოიყენა პირადი კავშირები უკრაინის ტერორისტული ორგანიზაციის "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" ლიდერთან, რომელიც ტერორისტულად არის მიჩნეული და აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში. ის შეუერთდა აღნიშნულ შეიარაღებულ დაჯგუფებას და მონაწილეობდა მის საქმიანობაში, ლიდერების მითითებით წევრობის კანდიდატების წარსულის შემოწმებით.
2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე საკანია ხელმძღვანელობდა საქართველოში ფილტრაციის პუნქტს, სადაც დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და დაქირავების შესახებ. ის ასევე ეძებდა და არწმუნებდა სხვებს, გაწევრიანებულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ "რუსეთის მოხალისეთა კორპუსში", ასევე აწყობდა შეხვედრებს, რომლებსაც ესწრებოდნენ აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მისი საქმიანობის გაგრძელების მიზნით", — წერია მოსკოვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ეხო კავკაზას" ცნობით, საქანიას დაკავების შესახებ 2024 წლის აპრილში გახდა ცნობილი. მაშინ Telegram-ის არხმა Ostorogno Novosti-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრე საქანია (ვიშნიაკოვი), რომელიც რუსეთში ჩავიდა, 27 მარტს დააკავეს. მათ ცნობით, თავდაპირველად ის ორჯერ ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი — სისხლის სამართლის ბრალდებით.
საქანიას სახელი ადრეც ფიგურირებდა საქართველოს ემიგრანტულ საზოგადოებაში. მედიის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე პროქართულ Telegram-ის არხს Pax Iberica-ს, სადაც ის "სუფთა ქართული რასის" იდეას უწევდა პოპულარიზაციას და ასევე მონაწილეობდა ბათუმში Gigglz Bistro-ს ბარზე თავდასხმაში, რომელსაც ის "მემარცხენეთა თავშეყრის ადგილს" უწოდებდა. გარდა ამისა, საქანია-ვიშნიაკოვი დაკავშირებული იყო მოძრაობა "დაბრუნებასთან", რომელიც ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში ეხმარებოდა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები