ტექსტილისა და ტანსაცმლის უსაფრთხოება — რაზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ტანსაცმლის უსაფრთხოება და ხარისხი უკავშირდება კანის სიჯანსაღის დაცვას, გამძლე მასალის გამოყენებასა და მკაფიო ეტიკერიებას, იმისთვის, რომ არჩევის დროს მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული იყოს. ტანსაცმელი, რომელიც უშუალო კონტაქტშია კანთან, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. მნიშვნელოვანია ალერგენების თავიდან აცილებაც, რომლებიც შეიძლება გვხვდებოდეს შალში, სინთეზურ მასალებში ან არასწორად დამუშავებულ ბოჭკოებში.
ხარისხიანი და უსაფრთხო ტანსაცმელი მზადდება უსაფრთხო, სუნთქვადი მასალებისგან (ხშირად ბუნებრივი ბოჭკოებისგან) და საიმედოდ არის შეკერილი. სასურველია პროდუქტს ჰქონდეს ხარისხის სერტიფიკატები, მაგ., OEKO-TEX ან GOTS, რომლებიც ადასტურებს პროდუქტის ქიმიურ უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლიან წარმოებას.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის, მათ შორის ტექსტილისა და ტანსაცმლის, შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.
ტექსტილისა და ტანსაცმლის უსაფრთხოება ევროკავშირში
ტექსტილი და ტანსაცმელი ევროკავშირის ბაზარზე სხვადასხვა რეგულაციითა და სტანდარტით იფარება და მოიცავს ეტიკეტირებასთან, ქიმიურ შემადგენლობასა და აალებადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ტექსტილის მარკირებასა და ბოჭკოვან შემადგენლობასთან დაკავშირებული რეგულაცია განსაზღვრავს ბოჭკოვან შემადგენლობასთან დაკავშირებულ ეტიკეტირებისა და მარკირების წესებს. ყველაზე გავრცელებული ბოჭკოების მაგალითია: აბრეშუმი, მატყლი, ნეილონი, პოლიესტერი და ბამბა. თუ ტექსტილის პროდუქტი შეიცავს ცხოველური წარმოშობის არატექსტილურ ნაწილებს (მაგ., ტყავის სამშვენისი ქსოვილის ჩანთაზე), ეტიკეტზე უნდა იყოს მითითება: შეიცავს ცხოველური წარმოშობის არატექსტილურ ნაწილებს (Contains non-textile parts of animal origin).
ეტიკეტირება პროდუქტზე ან/და მის შეფუთვაზე უნდა იყოს გამძლე, ადვილად წაკითხვადი, გარჩევადი და ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ხშირად მას ტანსაცმლის შიდა მხარეს ამაგრებენ.
ტანსაცმლის ზომასა და მოვლასთან დაკავშირებული ნიშანდების დატანას რეგლამენტი მწარმოებელს არ ავალდებულებს, თუმცა არსებობს სტანდარტები, რომლებიც ზომასა და მოვლას ეხება. მიუხედავად ამისა, ზომისა და მოვლის ინსტრუქციების გარეშე შესაძლოა მომხმარებელმა და დისტრიბუტორმა საერთოდ არ შეიძინონ პროდუქტი, გაიზარდოს საქონლის უკან დაბრუნების, პროდუქტის მალე დაზიანებისა და გაფუჭების რისკი, ამიტომ თითქმის ყოველთვის ეტიკეტი მოიცავს ამ ინფორმაციასაც.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც, მათ შორის, სამოსისა და ტექსტილის ქიმიურ შემადგენლობას ეხება, არის REACH. ის არეგულირებს მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობას სამომხმარებლო პროდუქტების შემადგენლობაში. ტექსტილის წარმოების პროცესში ასობით ქიმიკატი გამოიყენება, მათ შორის ნივთიერებები, რომლებიც ტოქსიკურად ითვლება და შესაბამისად, აკრძალული ან შეზღუდულია.
სამოსი და ტექსტილი ასევე ექცევა ზოგადი პროდუქტის უსაფრთხოების რეგულაციის მოქმედების ქვეშ, რომლის მიზანია, რომ ევროკავშირის ბაზარზე არ მოხვდეს საფრთხის შემცველი პროდუქტი. კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც სამოსსა და ტექსტილს ეხება, არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ, რომელიც საქართველოშიც ძალაშია და ეხება ისეთ სამოსსაც, რომელიც ექსტრემალურ გარემო პირობებში გამოიყენება, ასევე, მყვინთავებისთვის განკუთვნილ კოსტიუმებს, მეფუტკრეების ტანსაცმელსა და ბადეებს, ორმაგშრიან თერმულ სამოსს და ა.შ.
ევროკავშირის რეგულაციების დაცვით წარმოებულ სამოსსა და ტექსტილზე დატანილი უნდა იყოს:
- მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- მასალის შემადგენლობა პროცენტებში (მაგ., 100% Cotton, 80% Wool / 20% Polyester);
- CE მარკირება, რაც გულისხმობს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მასთან დაკავშირებული რეგულაციების მოთხოვნებს;
- წარმოშობის ქვეყანა.
პრაქტიკული რჩევები მომხმარებლებისთვის
- ბუნებრივი ბოჭკოები, როგორებიცაა ბამბა, სელი, მატყლი და აბრეშუმი, როგორც წესი, უფრო უსაფრთხო და სუნთქვადია;
- სინთეტიკური ქსოვილი (მაგ., პოლიესტერი ან ნეილონი), შესაძლოა, გამოყოფდეს მიკროპლასტმასს ან ძლიერი ქიმიკატებით იყოს დამუშავებული;
- თუ ძილის დროს ან დიდხანს ატარებთ სამოსს (მაგალითად, პიჟამა, თეთრეული), უპირატესობა მიანიჭეთ სუნთქვად, ტენიანობის შემწოვ და ჰიპოალერგიულ მასალებს;
- შეარჩიეთ სამოსი, რომელიც გადამუშავებადია და შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
სხვადასხვა სიმბოლოს განმარტება
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ეს სიმბოლოები განსაზღვრავს რეცხვის, გაშრობის, დაუთოებისა და ა.შ. დასაშვებ პარამეტრებს. მათი დაცვა ზრდის პროდუქტის არსებობის ხანგრძლივობას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
OEKO-TEX® Standard 100 უზრუნველყოფს ყველა სახის ტექსტილის ქიმიურ უსაფრთხოებას და მოიცავს 100-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ტესტირებებს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
GOTS – Global Organic Textile Standard გულისხმობს, რომ პროდუქტი ნაწარმოებია მინიმუმ 70% ორგანული ბოჭკოებისგან, არ შეიცავს აკრძალულ და მავნე ქიმიურ ნივთიერებებს და წარმოების პროცესში დაცულია სამართლიანობისა და ეთიკურობის ნორმები.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
Ecolabel ნებაყოფლობითი ნიშანია, რომელიც ადასტურებს, რომ ტექსტილი აკმაყოფილებს მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
BlueSign® ავალდებულებს მდგრად და უსაფრთხო ტექსტილის წარმოებას, რომელშიც შეზღუდულია მავნე ნივთიერებები.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ სამოსი ან ტექსტილი გადამუშავებადია ან დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან. გადამუშავების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება მითითებული იყოს ცენტრში.
მარკირება და ეტიკეტირება
ის ტანსაცმელი, რომლის ეტიკეტზე მკაფიოდ არ არის მითითებული ბოჭკოვანი შემადგენლობა ან მოვლის წესები, შესაძლოა, შეიცავდეს ტოქსიკურ საღებავებს ან მავნე ქიმიური ნივთიერებებით იყოს დამუშავებული. თავი აარიდეთ ტანსაცმელს, რომელსაც ზედმეტად მკვეთრი ქიმიური სუნი აქვს ან რომლის შემადგენლობა გაურკვეველია.
აალებადობის სტანდარტები
- საბავშვო ძილის ტანსაცმლის შემთხვევაში აუცილებლად გადაამოწმეთ, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი აალებადობის უსაფრთხოების მოთხოვნებს;
- მოერიდეთ ძალიან აალებად მასალებს, თუ ისინი სპეციალურად არ არის დამუშავებული ცეცხლგამძლე ნივთიერებებით და ასე არ არის აღნიშნული ეტიკეტზე.
მარკირების წესების დარღვევების შემთხვევები
მარკირების კანონები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, ხოლო დარღვევების შემთხვევაში სანქციები საკმაოდ მკაცრია. მაგ., შეერთებულ შტატებში ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ფიქსირებულ ჯარიმებს არ აწესებს, თუმცა წარსულში მნიშვნელოვანი ჯარიმები დაუწესებია, მათ შორის 300,000 დოლარის ოდენობით, ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Tommy Hilfiger და Jones Apparel.
2024 წელს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გამოავლინა, რომ Shein-ის გარკვეული ტანსაცმლის ჩამონათვალში პტალატების შემცველობა ასეულობით აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს. პტალატები ქიმიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება, რომლებიც პლასტმასას ელასტიკურობას სძენს, თუმცა დაკავშირებულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან და კიბოს განვითარების რისკთან.
ზემოაღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვია საბავშვო ტანსაცმლის ქიმიური უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრება და მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ცნობიერება უსაფრთხო ქსოვილებთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ — QUIS უკეთესი პროდუქტი, უკეთეს მომსახურებას, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
კომენტარები