აშშ-ის შემდეგ, EU-ს შალვა პაპუაშვილი კვლავ აკრიტიკებს და წერს, რომ მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, EU “ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება
"პოლიტიკური ცვლილებები ბრიუსელში გარდაუვალია", — წერს სოციალურ ქსელში ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, "მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, EU "ცივილიზაციური განადგურების" პირას აღმოჩნდება".
მისივე თქმით, "ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, კაია კალასის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი ვერ აცნობიერებს მისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული".
"ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე აშშ-ის - ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის — მიერ დადასტურებული, დამტკიცებული და მხარდაჭერილია. მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი "ცივილიზაციური განადგურების" პირას აღმოჩნდება, როგორც ეს აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი.
ეს ცივილიზაციური უფსკრული, პირველ რიგში, იმ ძირითად ევროპულ ღირებულებებს ეხება, რომლებსაც ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს ღიად უგულებელყოფს. ამასთან, ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში.
ძალადობის მხარდაჭერა, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობები, ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირება, ქართველი ხალხის ნებაზე მაღლა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის ნაცვლად კონფლიქტის გზის არჩევა, უმრავლესობის მმართველობისადმი უპატივცემულობა პოლიტიკური უმცირესობის დიქტატის სასარგებლოდ — ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დამაზიანებელი მიდგომის აშკარა მახასიათებლები.
ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ კავშირი ღრმა, მზარდ და სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა, რამაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციის უპრეცედენტო შესუსტება გამოიწვია. ბრიუსელი პრაქტიკულად იზოლირებული აღმოჩნდა თავისი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც კიდევ უფრო დაზიანდა უკრაინაში მომხდარი მსხვილი კორუფციული სკანდალით.
გამოხატვის თავისუფლების სახელით ჩახშობილმა სიტყვის თავისუფლებამ არა მხოლოდ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ მსოფლიოც გააოგნა. ევროპული ეკონომიკის დაღმასვლამ მთავრობების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუება გააღრმავა. რაც მთავარია, ევროპული ღირებულებების მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის წინდაუხედავმა დამოკიდებულებამ ევროპის კულტურული იდენტობის კრიზისი გამოიწვია, რამაც ტრადიციული და პატრიოტული პოლიტიკური ძალების მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.
სამწუხაროდ, კრიზისზე ბრიუსელის რეაქცია რეალობისგან გაქცევა უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედების მზაობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, კაია კალასის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი ვერ აცნობიერებს მისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული.
ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ხმამაღლა გააფრთხილა ევროპის ხალხები მომავალი უფსკრულის შესახებ, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, თუ ვისთვის ისმის ეს განგაშის ზარი.
განგაშის მიზეზი ცხადია — ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასცდა ევროპის ხალხების ინტერესებს. გამოსავალი კი ერთია — ევროპის ხელისუფლებებმა უნდა უსმინონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ მათი ნების შესაბამისად, რათა ევროკავშირს დაუბრუნდეს დემოკრატიული სულისკვეთება, რომლის გარეშეც მისი არსებობა აზრს კარგავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა გაყოფილი, ფორმადაკარგული და საკუთარ თავთან კონფლიქტში მყოფი, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა," — დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასი აშშ-ს კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირს შეუძლია, ბევრი რამ მიუთითოს, რაც აშშ-ში არასწორია, მაგრამ არ აპირებენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. მისივე თქმით, "თავისუფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ასეთი კრიტიკა მიმართული უნდა იყოს სხვა მხარეს. შესაძლოა, რუსეთისკენ, სადაც განსხვავებული აზრი აკრძალულია".
"პოლიტიკაში თუ ისეთ საკითხებზე იწყებ დებატებს, რომლებიც იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ რეალურად იღებ ამას. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ ეს აბსურდია. ევროკავშირი თავისუფლების არსია. ამიტომ თავისუფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ასეთი კრიტიკა მიმართული უნდა იყოს სხვა მხარეს. შესაძლოა, რუსეთისკენ, სადაც განსხვავებული აზრი აკრძალულია, სადაც თავისუფალი მედია აკრძალულია, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც X ან Twitter-ი, როგორც ჩვენ ვიცით, ფაქტობრივად, ასევე აკრძალულია. ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც აშშ-ში არასწორია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას", — განაცხადა კალასმა.
მანამდე აშშ-მა უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც აშშ ევროპას აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად მეტი უნდა იფიქროს და ევროპის ტრაექტორია შესაცვლელია.
"დოკუმენტის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. დოკუმენტში აშშ-ის ერთ-ერთ მიზნად, დასახელებულია ევროპის დახმარება, მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დოკუმენტის თანახმად, ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას და პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 2025 წლის სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის წინაშე არსებული პრობლემებია ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს; მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც კონტინენტს გარდაქმნის და უთანხმოებას ქმნის; თავისუფალი სიტყვის ცენზურა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა; შობადობის მკვეთრი შემცირება, ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა. „ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ ამოუცნობი გახდება. ამიტომ, არც ისე ნათელია, ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რათა დარჩნენ საიმედო მოკავშირეებად", – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის ტექსტსაც პირველი არხი ავრცელებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები