ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — სასამართლო პროცესის დეტალები
ფოტო: რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართომ კოალიცია ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი გუშინ, 30 ნოემბერს წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პოლიტიკოსს ბრალი "თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე" წარედგინა.
ელისაშვილი ფაქტს ადასტირებს, მაგრამ ბრალს არ აღიარებს.
"მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ უსამართლობას.
ახლაც სისულელეს მაბრალებთ - ტერორიზმს. ვინმეს მოკვლა რომ მდომებოდა, არცერთი მანდატური ცოცხალი არ იქნებოდა, იარაღს კარგად ვხმარობ. მე იქ არავის ვერჩოდი. ჩემს ცოლსა და ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. დიახ, წინასწარი გეგმა მქონდა, რომ უსამართლობა გამეპროტესტებინა.
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ყველასთვის შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით ხალხი, ვისაც ქვეყნის ბედი და უსამართლობა აწუხებს. ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს ან ძაღლებს შევეჭამე, გაფორმებული იარაღი ამიტომ წამოვიღე. იარაღის გამოყენებას იქ არ ვაპირებდი, ჯაჯგურის დროს ამომივარდა.
მინდა, ჩემებს ბოდიში მოვუხადო. ირაკლი კუპრაძეც აქაა და ბოდიში, თუ თვლით, რომ საერთო საქმე დავაზიანე. ეს განზრახვა არ მქონია. უსამართლობისგან სული მეხუთება. ვინც გარეთ რჩებით, ბოლომდე მიაწექით," — განაცხადა ელისაშვილმა.
სასამართლოზე დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. პროკურატურის განმარტებით, არსებობს საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაული წინასწარ დაგეგმა.
"მან განზრახ აირჩია შაბათი დილა, იმ მოტივით, რომ შიგნით არავინ ყოფილიყო და დაზიანებულიყო, რაც ზიანის მიყენების განზრახვას ეწინააღმდეგება, რაც ერთ-ერთი მთავარია ტერორიზმის დროს," — განაცხადა პროკურორმა.
პროკურორმა სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ელისაშვილის თავდასხმისგან მანდატურებს "სახეზე ნაკბენები აქვთ". რაც შეეხება ბრალდებულის იარაღს, პროკურორის მტკიცებით, კადრებში ჩანს, რომ ელისაშვილი მის გამოყენებას ცდილობს.
თავის მხრივ, ელისაშვილმა სასამართლოს მიმართვაში აღიარა ინციდენტის დროს იარაღის ქონა, მაგრამ თქვა, რომ მის გამოყენებას არ აპირებდა.
"ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საქმეში მოეპოვება იმ მანდატურთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც უშუალოდ წაასწრეს ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს — ამ შემთხვევაში ჩვენ ვაუბრობთ დასაუთებული ვარუდის სტანდარტით. მანდატურები გამოკითხვაში დეტალურად უთითებენ ყველაფერს — ბრალდებულის სასამართლოს ეზოდან კანცელარიის შენობაში შეღწევის მომენტიდან, მისი განიარაღების და განეიტალების დასრულებამდე.
პირველივე მომენტი, როდესაც მან დაინახა მანდატური, რომელიც პირველი შევიდა სივრცეში, სადაც ალექსანდრე ელისაშვილი ცდილობდა ბენზინი დაესხა, პირველივე დაპირისპირება რაც შედგა, შემდეგ უნდა მას შეუერთდა ორი მანდატური და აქედან უკვე დაიწყო მცდელობა, როგორც გამოკითხვის ოქმებში წერია, გულ-მკერდის არისკენ წაიღო ხელი და ცდილობდა ცეცლსასროლი იარაღის ამოღებას, შესაბამისად ამ პროცესსი მოხდა მანდატურებისთვის ზიანის მიყენება. მათ შორის, ნაკბენები რაც აქვთ.
მანდატურებს აღენიშნებათ დაზიანებები, ნაკბენებიც აქვთ სახეზე და ერთ-ერთ მანდატურს აქვს ხელზე დაზიანება. ამ კუთხითაც, ორივე მანდატურთან მიმართებით, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა," — განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ აცვია სხვადასხვა სამოსი ელისაშვილს კადრებში?, პროკურორმა განმარტა, რომ კადრები ღამის ხედვის კამერიდან არის ამოღებული, რომელიც ფერებს განსხვავებულად აჩვენებს.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
მეტი ალეკო ელისაშვილის საქმეზე:
- "ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის" — ელისაშვილის სიტყვა სასამართლოში
- ალეკო ელისაშვილი: ირაკლი [კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია
- პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა
- ადვოკატი: ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ქმედებები, რაც ჩაიდინა, მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა, უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრებისთვის
- ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
- ალეკო ელისაშვლს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობისთვის ბრალს დღეს წარუდგენენ
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
კომენტარები