"მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის" — ელისაშვილის სიტყვა სასამართლოში
ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი წევრი ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ უნდოდა "ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც სასამართლოა.
მან ისიც თქვა, რომ არ ჰქონდა განზრახული, რომ "საერთო საქმე დაეზიანებინა".
"გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ...
ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს...
აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით... ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა... მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა. სხვები მოვიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორე ტკიპასავით ჩამაფრინდა, ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით... ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მერე ტერორისტი [იცინის].
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე... ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა.
ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ მდიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა..
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია.....არც არსად შევჭრილვარ, არც შუშა ჩამიმტვრევია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას, ხან რა ავაძრე, ხან რას...ღობიდან გადავძვერი, ვიჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც უნდა შემეშინდეს, უკან როგორ დავიხიო".
[ეტირება ალეკო ელისაშვილს - რ.თ.]
შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არც შევეგუებით.
კაბურაში მქონდა იარაღი, მაქვს ტარების უფლება. წამოვიღე იმიტომ, რომ მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირ ვამბობ ამას... ვინმეზე თავდასხმა რომ მნდომოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა... მოგერიება მინდოდა... იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი.
პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს, ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, არ ვამტყუნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა, ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.
ჩემებს მინდა ბოდიში მოვუხადო...ასეთი ვარ.... ერთი წელია სული მეხუთება უსამართლობისგან...
[ტირის]
ცრემლი არ არის ბრაზია და ბოღმა... ირაკლი[კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად...
ერთი პოლიციელი "მეკაიფებოდა", რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ, მერე მოვიდნენ ჩხრეკაზე, ნახეს როგორც ვცხოვრობ... ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.... ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას", - ამბობს ელისაშვილი (ტექსტს "რადიო თავისუფელბა" ავრცელებს).
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი გუშინ, 30 ნოემბერს წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პოლიტიკოსს ბრალი "თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე" წარედგინა.
ელისაშვილი ფაქტს ადასტირებს, მაგრამ ბრალს არ აღიარებს.
მეტი ელისაშვილის საქმეზე:
- ალეკო ელისაშვილი: ირაკლი [კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია
- პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა
- ადვოკატი: ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ქმედებები, რაც ჩაიდინა, მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა, უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრებისთვის
- ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
- ალეკო ელისაშვლს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობისთვის ბრალს დღეს წარუდგენენ
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
კომენტარები