ირაკლი კობახიძე

26 Nov. 2025, 16:23

"გვინდა, რომ შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ანუ არსებითად 3+1, 3 წელი ბაკალავრიატი, 1 წელი მაგისტრატურა და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, მოგვიანებით, სწავლის გაგრძელება და ა.შ. იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.

აქაც ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სავსებით არის შესაძლებელი 3-წელიწადში ყველა იმ ძირითადი საგნის გავლა, რაც უნდა იცოდეს იურისტმა და, ასევე, შესაძლებელია 10-მდე არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. 3 წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მან მიიღოს საკმარისი ცოდნა, რაც უნდა გადაეცეს მას ბაკალავრიატის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის მიმართულებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ჰუმანიტარულზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებული აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არ მომისმენია. 3+1+1 არის ჩვენი აზრით ოპტიმალური სისტემა

...ამას თავისი დამატებითი ეფექტიც ექნება, დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ, 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი ეკონომიკის განვითარების და უკვე ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. რა თქმა უნდა, უმუშევრობაც რჩება პრობლემად და საშუალოდ, იმ პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის დაძლევა, თუმცა ამავდროულად ბევრი მიმართულებით უკვე არის სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა. თქვენ რომ მოისმინოთ, მაგალითად, ბიზნესასოციაციის პრეზენტაციები, ისინი სამეულში პრობლემებად ასახელებენ სამუშაო ძალის ნაკლებობას და მეორე არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, რაც არის ცალკე პრობლემა. ამიტომ აქ გვჭირდება შრომის ბაზრის გამდიდრება და ამ კუთხითაც საინტერესოა ის ცვლილება, რომელსაც გთავაზობთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო

დაფიქრებულხარ, ტელეფონის ვიბრაციაზე რეაგირებისთვის რამდენი წამი გჭირდება? ალბათ, იმდენად ცოტა, რომ გაცნობიერებასაც ვერ…