სანქცირებული შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ იმ დელეგაციაში იყო, რომელიც EU-ს ადამიანის უფლებათა დიალოგს უნდა დასწრებოდა
ფოტო: შსს
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელი 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიუსელში დაგეგმილი დიალოგის გადადების მიზეზი დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირი, კერძოდ ოცნების ხელისუფლების შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გახდა.
დღეს მან ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ იმ დელეგაციის წევრი იყო, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგს უნდა დასწრებოდა.
"დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ სანქცირებასთან საუბარი უადგილოა. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი. შესაბამისად, განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, რომელსაც კითხვებზე, რომელზეც მათი მხრიდან იყო დასმული, უნდა გაეცათ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ამომწურავი პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა. შესაბამისად, გადაიდო ეს დიალოგი.
გაუგებარია რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. არანაირი ახსნა მათ არ მოუწოდებიათ. იყო საუბარი იმაზე, რომ ისინი მზად არიან გადაიდოს ეს დიალოგი და ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს პოზიცია. .. ასეთი მიზეზი [ის, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირი იყო] ოფიციალურად არავის მოუწოდებია. რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის", — განაცხადა ალექსანდრე დარხველიძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებას ოცნების ხელისუფლების საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. მათი თქმით, შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით "მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით" გადაიდო. გავრცელებულ განცხადებაში უწყება წერს, რომ ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე დიალოგი 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატია. შეხვედრებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, დემოკრატიული რეფორმების პროგრესი და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები განიხილება.
ალექსანდრე დარახველიძე სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბალტიის ქვეყნებმა მას სავიზო, ხოლო ბრიტანეთმა ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესა.
- ჩეხეთის მთავრობამ სანქციების ეროვნულ სიას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაამატა
- ალექსანდრე დარახველიძე: ევროკავშირის ოფისის თანამშრომლის საზღვარზე შემოშვებისას შეფერხება არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა
- ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს
- "ვითვალისწინებთ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას, EU მზადაა სანქციებისთვის" — EU-ს პრესსამსახურის ოფისი
- ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ "ოცნების" ათეულობით წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესეს
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები