სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

2 Nov. 2025, 15:31

"ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს?! ამის მაგალითია ახალი საჯარო სამსახურის კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელეს სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას. მეორეს მხრივ კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას იმათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომ პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს მეორე სამსახურის აკრძალვა. და ბოლოს ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება.
ასეთ მავნებლურ კანონებს ერთიმეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ აინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ რომ რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული ან თუნდაც დაწერილი. გადაწერილი კი ბატონო!

ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან , რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს.

#არა რუსულ კანონებს! 

პს. ცხადია განათლების კანონი თუ რეპრესიულ კანონთა მთელი რიგი ამავე ჭრილში იკითხება!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა

დეპრესიის მქონე პაციენტების დაახლოებით მესამედი სტანდარტულ მკურნალობაზე არ რეაგირებს. ზოგჯერ ის მეთოდი, რომელიც აქამდე…