ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ სასამართლო კლანის დანაშაულების დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესო ალავიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, "რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახულია ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა".
"მე ვურჩევ კლანის წევრებს და ბიძინა ივანიშვილს, ჯერ კლანის წევრებს და ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, წავიდნენ, დღესვე დაწერონ განცხადება. თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ და ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. დაველოდოთ რა მოხდება.
[...] უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ძირფესვიანად არის სასამართლო სისტემა შესაცვლელი. აუცილებლად უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ის მოსამართლეები, რომლებიც ჩემს ეპიზოდში მონაწილეობდნენ და უკანონოდ ერეოდნენ. მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით უნდა დადგეს ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. რომელიც გვმოძღვრავს ერს და თურმე სამართლიანობა აღადგინა და სასამართლო დამოუკიდებელია. უბრალოდ ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში მოხდა სასამართლო სისტემის ჩადება. ეს არის მეტი არაფერი შეცვლილია სასამართლო სისტემაში.
[…] ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება მოსამართლეებთან და ვაჭრობა მორჩილების მიზნით, თუ მორჩილი არ იქნება და ამ მორჩილებაში არ დარწმუნდებიან, მაგ შემთხვევაში არ გნიშნავენ.
ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ვიკავებ ჯერჯერობით იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, იმიტომ მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ. არავისგან არაფერს არ ველოდები. არც დღევანდელი დღე არ ყოფილა დაგეგმილი, როგორც უყვარს ხოლმე ხელისუფლებას, შეთანხმებული არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ადრე თუ გვიან ვიცოდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ახლა ეს მომენტი დადგა. ", — განაცხადა ალავიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ყოფილი მოსამართლე ამბობს, იცოდნენ, რომ რაღაც ჩანაწერი არსებობდა და გაჩუმების სანაცვლოდ "გარკვეული თანამდებობებს" სთავაზობდნენ და "მოსყიდვის მცდელობები იყო".
"მოსამართლეობიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემს მიმართ მუქარები და შემოთავაზებები არ გაჩერებულა. 2022 წლის ზაფხულში, ბიძინა ივანიშვილისადმი საჯარო მიმართვა გავაკეთე და მოვუწოდე, რომ კლანი გაუშვას სახლში, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დამიკავშირდა მისი ბანკის დირექტორი, ზურაბ გედენიძე, შემხვდა. არ უხსენებია ივანიშვილი, მაგრამ "ქართუ" ბანკის გენერალური დირექტორი სხვანაირად არ შემხვდებოდა, მან შემომთავაზა გარკვეული თანამდებობები, მაგალითად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია, თან ამიხსნა, რომ შემეძლო სახლში ვყოფილიყავი და ხელფასს მომიტანდნენ სახლში, ანუ გაჩუმების სანაცვლოდ მოსყიდვის მცდელობები იყო. სუს-ის თანამშრომლები სასამართლოდან წამოსვლის შემდეგაც მაკითხავდნენ, მათ იცოდნენ რომ ჩანაწერი არსებობდა, ითხოვდნენ, რომ მეთქვა და იყო მათი მხრიდან შემოთავაზება თანხისაც, ისევ სასამართლოში დაბრუნებისაც.
სასამართლოდან წამოსვლის შემდეგ შემხვდა ვალერი ცერცვაძე, მან მომთხოვა გაჩუმება და ამიკრძალა ჟურნალისტებთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმის, რომ მოსამართლე აღარ ვიყავი და სრული უფლება მქონდა ვისაც მინდოდა შევხვედროდი, მითხრა, დამეხმარებოდა სასამართლოში დაბრუნებაში, თუ მე ჩუმად ვიქნებოდი. ასევე შემხვდა სუს-ის თანამშრომელი და მითხრა, რომ შენი სურათებით დადიან სუს-ში და გირჩევთ, ჩუმად იყავი, შეიძლება ციხეში დაასრულოო", — ამბობს ბესო ალავიძე.
მისივე თქმით, "დღესაც ხდება მსგავსი ჩარევები მოსამართლეებზე" და დარწმუნებულია, რომ "სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველ მოსამართლეებზე ხორციელდება მსგავსი ტიპის ჩარევები".
"ასეთი კატეგორიის საქმეებზე მოსამართლეების შერჩევა წინასწარ ხდება, თუ რომელიმე გააპროტესტებს, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა, ხდება ამ მოსამართლის თვითაცილება, ან ავად გახდომა, ან ბევრი საქმე ჰქონდეს, რომ სხვას დაეწეროს. მთავარი რაც არის, საქმე ისე ნაწილდება, ეს ელექტრონული განაწილების პროგრამა, ჩათვალეთ არის სიყალბე, ფორმალობა, იციან უკვე ვის უნდა შეხვდეს საქმე. ანუ ვინ უფრო სანდოა", — ამბობს ბესო ალავიძე.
ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ მოსამართლე ნინო გვენეტაძე სასამართლოდან "ავადმყოფობის გამო არ წასულა", ის ციანიდის საქმეზე ხელის მოწერის შემდეგ წავიდა. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გვენეტაძე ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თუმცა, ხელი მაინც მოაწერინეს.
"მოსამართლე ნინო გვენეტაძემ მოაწერა ხელი ციანიდის საქმეს, ბოლო ინსტანციაში როცა წავიდა ციანიდის საქმე და თუ არ ვცდები, მეორე დღეს ის ტოვებს თანამდებობას, ის არ წასულა ავადმყოფობის გამო, მას პრობლემები ჰქონდა მსგავსი ტიპის ჩარევებთან და საქმეებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ბოლოს თვითონაც იქცა კლანის მორჩილად, გარკვეულწილად. ამიტომ, მას მოუწია იძულებით წასვლა და ის ჯანმრთელობის გამო არ წასულა სასამართლოდან. მეორე დღეს წავიდა, როგორც ციანიდის საქმეს მოაწერა ხელი, როგორც ვიცი და მე ყურმოკვრით მაქვს ინფორმაცია, რომ ის არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და იძულებით მოაწერინეს მასაც ხელი", — აცხადებს ალავიძე.
2 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა 2022 წლით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე მასზე და სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ე.წ. სასამართლო კლანსა და მის წევრებს ასახელებს. ჩანაწერში, რომელიც საია-ს ოფისშია ჩაწერილი ის იხსენებს რა ხდებოდა "რუსთავი 2-ის", მეტალურგიული ქარხნის, თბილავიამშენის და სხვა საქმეებზე. ჩანაწერში ალავიძე ამბობს, რომ როდესაც, ზეწოლას ვერ გაუძლო სასამართლოს წინ თავის ჩამოხრჩობას გეგმავდა.
ჩანაწერის საია-ში ჩაწერა დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.
"ეს შეხვედრა 2022 წლის მაისში შედგა ჩემს სამუშაო ოთახში და როგორც ჩანაწერის გაკეთების, ისე მისი ამ დრომდე გამოქვეყნებისგან თავის შეკავების ერთადერთი მიზეზი ბესო ალავიძის უსაფრთხოება იყო. პრინციპში არც აქამდე დაგვიმალავს შეხვედრის მონაწილეებს ის, რომ ასეთი შეხვედრა ნამდვილად იყო, თუმცა ამ ჩანაწერს ვერ გავასაჯაროებდით ბესოსთვის საფრთხის შექმნით.
ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მიდიოდა მუშაობა, აქტიურად ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სადაც გვინდოდა ყოფილიყო ამ ამბებზე საუბარი იმის დასადასტურებლად, რომ პრობლემა კანონის შელამაზებაში კი არა, სასამართლოში არაფორმალურ გავლენებშია. გემახსოვრებათ, რომ ქართულმა ოცნებამ მაშინ ეს საკითხი ქვორუმის არარსებობით ჩააგდო და ოპოზიციას არ მისცა კომისიის შექმნის საშუალება, ქართულმა ოცნებამ მაშინ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ამბებზე საუბარი არ ყოფილიყო. ახლა ხომ ხვდებით, ეს რომ ელაპარაკა მაშინ ყოფილ მოსამართლეს კომისიაზე, რა მოხდებოდა.
ქვეყანაში იურისტის პროფესია გაუქმებულია და ვინმეს კიდევ რამე პროფესიული ილუზიები თუ შეგრჩათ, შეგიძლიათ ნახოთ ეს ჩანაწერი", — წერს სიმონიშვილი.
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
-
რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს? რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
კომენტარები