კალაძემ ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით "დისნეილენდის" პარკის მოწყობა დააანონსა
"თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა, რომლის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს," — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლაივ-ჩართვაში განაცხადა. კალაძის განმარტებით, ატრაქციონების პარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიურ პარკის ტერიტორიაზე განთავსდება.
"გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ზღვა ერთგვარ დანიშნულების წერტილად იქცა, როგორც ზოოპარკის, ისე დენდროლოგიური პარკის ვიზიტორებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მოვაწყოთ ატრაქციონების გრანდიოზული პარკი, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ გვაქვს. იგი რეგიონში ყველაზე მასშტაბური გასართობი პარკი იქნება," — განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, გასართობი პარკის დაგეგმარებაში ჩაერთვებიან ამ სფეროში
გამოცდილი სპეციალისტები და "გამოიყენებენ ისეთ ანალოგებს, როგორებიცაა — "დისნეილენდი", "ლეგოლენდი" და "უნივერსალ სტუდიო". ხოლო პარკის მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დიდ წვლილს შეიტანს.
"პარკის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", რომელიც სხვა არაერთი პროექტის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქისთვის გაკეთებული არაერთი სასიკეთო საქმისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. გასართობი პარკის დაგეგმარება მოხდება ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების მიერ და გამოყენებული იქნება ისეთი ანალოგები, როგორებიცაა: "დისნეილენდი", "ლეგოლენდი", "უნივერსალ სტუდიო" და სხვა. ტერიტორია დაიყოფა რამდენიმე ზონად — განთავსდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, საბავშვო, ექსტრემალური
და ოჯახური ზონები, კვების ობიექტები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გამწვანებასა და უსაფრთხოებაზე," — განაცხადა კალაძემ.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები