TI: დასავლურმა სამყარომ "ქართული ოცნების" 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს(TI) ცნობით, დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 141-ის ვინაობა ცნობილია, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
TI-ის ინფორმაციით, დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი; ქართული ოცნების 52 მაღალჩინოსანი; 47 მოსამართლე; 17 პროკურორი; 14 პოლიციელი.
ანონიმური სანქციები (სავიზო შეზღუდვა / ქვეყანაში შესვლის აკრძალვა) 200-ზე მეტ პირს შეეხო.
TI-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა — 110-ზე მეტ პირს. მათ შორის: პარტია ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს, ვიზაზე შეზღუდვები დაუწესა. მათი ვინაობა ცნობილი არ არის.
გერმანიამ — ქვეყანაში შესვლა საქართველოს 13 მოქალაქეს აუკრძალა. ეს პირები "პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე".
ლატვიამ — ქვეყანაში შესვლა საქართველოს 84 მოქალაქეს აუკრძალა. მათი ვინაობა ცნობილია.
პოლონეთმა — საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა. ეს პირები მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში არიან პასუხისმგებელნი. მათი ვინაობა საჯარო არაა.
2025 წლის 27 იანვარს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სულ მცირე 1000 თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს შეეხებოდა.
"სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო სულ მცირე 1000 ქართველ თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ თანამდებობის პირს ეკუთვნის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები (700-მდე) და რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს გამოყოფილი კვოტები ასეთი პასპორტების გასაცემად საკუთარ თანამშრომლებზე (200-მდე); ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერმინისტრს აქვს უფლება დიპლომატიური პასპორტები საგამონაკლისო წესით გასცეს ნებისმიერ პირზე", — წერს TI.
2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციით ევროპარლამენტმა კიდევ 31 ადამიანი დაასანქცირა.
TI-ის ცნობით, დასანქცირებულთა შორის არიან:
ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები — მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი — პარტია ქართული ოცნების მმართველი პირები.
ვახტანგ გომელაური — შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი.
გრიგოლ ლილუაშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
ნათია თურნავა — ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ივანე ჩხარტიშვილი, ილია წულაია, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე — ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები.
თორნიკე რიჟვაძე — აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე.
კახი ბექაური — კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
ლაშა ნაცვლიშვილი — ქართული ოცნების პროპაგანდისტი.
ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი — საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე — სასამართლო "კლანის" ლიდერი მოსამართლეები.
ირაკლი რუხაძე — ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული არხის ტელეკომპანია იმედის მფლობელი.
თამაზ გაიაშვილი — ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მფლობელი.
ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე — ბიზნესმენები და ქართული ოცნების დეპუტატები.
Ti ევროკომისიის სიის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოში კონსენსუსის არ არსებობის გამო 15 საქართველოს მოქალაქის, მათ შორის, ორი მოსამართლის სანქცირება გადაიდო.
"2025 წლის 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ სანქციებისთვის მზად 15 საქართველოს მოქალაქის სია, რომელშიც ორი მოსამართლე შედიოდა. თუმცა, ევროსაბჭოში კონსენსუსის არარსებობის გამო, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო", — წერია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
კომენტარები