გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა.
ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჩააბარონ Miami Ad School Europe-ის პორტფოლიო პროგრამაზე და ისწავლონ სრული დაფინანსებით.
წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული ლინუკა ლომთათიძე გახდა და ოქტომბრიდან არტ-დაირექშენის მიმართულებით ისწავლის.
“არასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ კონკურსში გავიმარჯვებდი. მაგრამ რამდენიმე თვით ადრე მიზნად დავისახე, ბოლომდე მებრძოლა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენე და, საბოლოოდ, დიდი ხნის ოცნება რეალობად გადაიქცა”, — აღნიშნავს ლინუკა.
ლინუკა დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო განათლება მას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის და შეძლებს საკუთარ პატარა სამყაროსა და გლობალურ კრეატივს შორის საზღვრები გადალახოს.
ჟინი, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს
ჟინი, რომელმაც ლინუკა გამარჯვებამდე მიიყვანა, მისთვის დღესაც ყველაზე ძლიერი მოტივაციაა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.
“ჩემთვის ჟინი ნიშნავს მწველ სურვილს, რომელიც არ გაჩერებს და სულ ახალ მიზნებს გთავაზობს. ის იწვევს გულის ფრთაშესხმულ აჩქარებას, როცა მიზანი გაშინებს, მაგრამ მისთვის მაინც ყველაფერს დათმობ”, — გვიყვება ლინუკა.
სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიულ ცხოვრებაში განვითარება სურთ, ურჩევს, აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი.
“არასდროს დანებდეთ! რაც უნდა გითხრან, რომ არ გამოვა ან სიგიჟეა, არავის მოუსმინოთ. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს. ყველა და ყველაფერი დაივიწყეთ და ბოლომდე იბრძოლეთ, რადგან, როცა ძალისხმევას არ იშურვებ, ამას სამყარო არასოდეს გიკარგავს, ყველაფერი უკან გიბრუნდება. ყველა სიგიჟე, რომელიც გულით გინდა, აუცილებლად ახდება”, — ამბობს ლინუკა.
პორტფოლიო, რომელმაც მას წარმატება მოუტანა, შეგიძლია, ნახო ვებგვერდზე.
ლინუკას ამბავი იმის დასტურია, რომ დიდი ოცნებებიც კი რეალობა ხდება, როცა მას მთელი გულითა და მონდომებით ემსახურები.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განაცხადების მიღების ვადა უკვე დასრულებულია, შეგიძლიათ, დაიწყოთ მომავალი წლისთვის მზადება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები