არტემ გრიბული

28 Sep. 2025, 13:59

"თითქმის ერთი წლის წინ მე ვიხილე მთელი ქვეყნის მომავლის განადგურება. საზიზღარი და სწრაფი განადგურება.

ეს ისე ნაცნობი იყო. ისე ჰგავდა იმას, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა ჩემს სამშობლოში. როგორც საქართველოში ათასობით სხვა ადამიანს, მეც არ შემეძლო გულგრილი დავრჩენილიყავი.

უკვე ციხეში მჯდომი ვცდილობდი, გამეგო: ვნანობ თუ არა ამას?

ვნანობ თუ არა, რომ გამოვედი ათასობით ჩემთვის უცნობი ადამიანის, საერთოდ ჩემთვის უცნობი ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად და ამაში საკუთარი თავისუფლებითა და მომავლით გადავიხადე?

არა.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ არ გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა.
ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი ადამიანების მცემელ "სპეცრაზმელს", უბრალოდ ვუყურებდი.
ვნანობ, რომ როდესაც ქუჩა გაზით ივსებოდა, მე უკან ვიხევდი.

ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი ჩვენკენ მორბენალ "სპეცრაზმს", მეშინოდა და გავრბოდი.
ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებებს, არ ვცდილობდი მათ დაცვას.

ვნანობ, რომ დავნებდი ჯერ კიდევ რუსთაველზე მისვლამდე.


4 ოქტომბერს ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომებს, რასაც ახლა ვნანობ."

წერს ნარკოდანაშაულში ბრალდებული არტემ გრიბული საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულ რუსეთის ორი მოქალაქეს – ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მიმდინარე თვეს რამდენიმე ტენდერი…