27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავზე ფილმ "სოხუმის" პრემიერა გაიმართა
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავზე, საქართველოს კინოთეატრებსა და Cavea plus-ზე ფილმ "სოხუმის" პრემიერა გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთ როლს სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე თამაშობს. ფილმის პრემიერას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ფილმი სოხუმის დაცემის ბოლო დღეებზე მოგვითხრობს, რომელშიც საომარ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, პირად ტრაგედიებს, გმირობებს და 1990-იანი წლების პოლიტიკურ პერიპეტიებზე ისტორიებს შევხვდებით.
"ეს ფილმი არ არის მხოლოდ პოლიტიკოსებზე, პირველ რიგში არის ადამიანებზე, მათ შორის პოლიტიკოსების ადამიანურ მხარეზე. ჩვენ გვყავდა გმირები და აუცილებელია, რომ მათ შესახებ მომავალმა თაობამ იცოდეს. სხვათა შორის, პირველი ეკრანიზაციაა მხატვრული ნამუშევრის სახით, სადაც ეკრანზე მაყურებელი ნახავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირებს ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ რომელიც ახლაც თავის ბრძოლას გადის, ნახოს და შეაფასოს "სოხუმი" — განაცხადა გიორგი ბარაბაძემ.
ფილმში ედუარდ შევარდნაძის როლს მსახიობი გოგა პიპინაშვილი ასრულებს, ზვიად გამსახურდიას — თემიკო ჭიჭინაძე, ჟიული შარტავას — დავით ბეშიტაშვილი, გურამ გაბესკირიას — ვანიკო თარხნიშვილი. ეკრანებზე ასევე იხილავთ მსახიობებს: ანდრო ჭიჭინაძეს, პაატა ინაურს, შაკო მირიანაშვილს, ვერონიკა კალანდარიშვილს, თამუნა ნიკოლაძეს და ზალიკო ჩიქობავას და ა.შ..
ფოტო: Cavea+
პრემიერაზე მსახიობმა ირაკლი ჯაფარიძემ ანდრო ჭიჭინაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა.
"მადლობელი ვარ, რომ ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომეცა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო ის იყო და არის, რომ ჩვენ ამ ფილმით საქართველოს უახლეს ისტორიაზე ვლაპარაკობთ. იმ ისტორიაზე, რომელიც დღევანდელობაზე უშუალოდ მოქმედებს და განსაზღვრავს. მათ შორის ფაქტებზეც, რომლის გამომწვევ მიზეზებზე დღემდე შეთანხმებულები არ ვართ.
ისტორიის გადაფასების გარეშე სწორი განვითარება შეუძლებელია. ძალიან მიხარია ამ პროექტის ნაწილი, რომ გავხდი, იმ საინტერესო შემოქმედებითი პროცესის, რომელიც გარდაისახა იმაში რასაც ნახავთ. მე ცოტა ვიყალთაბანდე და სასამართლოზე ნაწყვეტები ვნახე და კიდევ უფრო დამაინტერესა. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. წარმატებას ვუსურვებ ფილმს, რომლის ირგვლივ საზოგადოების ინტერესმა კიდევ უფრო მეტად დამანახა ხალხის მხარდაჭერა. გიას და ქეთის მინდა ვუთხრა, რომ ჩემთვის საამაყო მეგობრები არიან," — წერს ანდრო ჭიჭინაძე.
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები