თეგეტა ჰოლდინგის CEO ეკატერინე ქავთარაძე Global Compact-ის 2025 წლის გლობალურ კვლევაში: ქართული ბიზნესი მსოფლიო ასპარეზზე
ფოტო: თეგეტა
ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, თეგეტა ჰოლდინგის, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე Global Compact-ის 2025 წლის საერთაშორისო კვლევის მონაწილე გახდა. კვლევა ბიზნესში მომავლის ტენდენციებს განსაზღვრავს.
დოკუმენტი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან თითქმის 2 000 კომპანიის ხელმძღვანელს აერთიანებს. მსგავსი მასშტაბის კვლევაში მონაწილეობა არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარებაა, არამედ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში.
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “როდესაც კომპანიის ლიდერი და მისი გუნდი ერთიან ხედვას იზიარებენ, სტრატეგია რეალურ ქმედებაში გადაიზრდება და კომპანიის მდგრადი განვითარების წინაპირობა ხდება.
ჩვენი ინვესტიცია ინკლუზიურობაში, მხარდაჭერასა და მობილობაში ხელს უწყობს გრძელვადიანი ერთგულებისა და მოტივაციის გაძლიერებას. ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც თეგეტას შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად აამაღლოს სტანდარტები და გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინები.
თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული, რაც ჩვენს პრიორიტეტებში, სტრუქტურასა და ინვესტიციებში მკაფიოდ აისახება“.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძის ხედვა სრულად პასუხობს კვლევის მთავარ დასკვნას, რომ ბიზნესის მდგრადობა დამოკიდებულია თანამშრომელთა ჩართულობაზე, ინკლუზიურ გარემოზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე. „თეგეტას“ მაგალითი გვარწმუნებს, რომ ქართული ბიზნესი არა მხოლოდ მიჰყვება გლობალურ ტენდენციებს, არამედ ატარებს პოლიტიკას, რომელიც კომპანიის სტაბილურობასა და რეპუტაციას ერთდროულად აძლიერებს.
Global Compact-ის გზავნილი მარტივია - კომპანიების დღევანდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს არა მხოლოდ მათ, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალს. პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯები ქმნის სტაბილურ და თანასწორ გარემოს, ხოლო დაუგეგმავი არჩევანი ნაკლებად უსაფრთხო და დაძაბული რეალობის წინაშე გვაყენებს.
Global Compact 2000 წელს შეიქმნა და 160-ზე მეტი ქვეყნიდან ის 20,000-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს. ყოველწლიური CEO კვლევა მას ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმად აქცევს, რომელიც ბიზნესის მომავლის მიმართულებებს განსაზღვრავს. კვლევა, რომელიც Global Compact-მა Accenture-თან თანამშრომლობით ჩაატარა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია თანამედროვე ბიზნესში. მისი მიზანია, აჩვენოს, როგორ პასუხობს კერძო სექტორი გლობალურ გამოწვევებს - კლიმატის ცვლილებას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ინფლაციასა და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას.
„თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობა ამ კვლევაში ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ყალიბდება პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მოდელი, რომელიც გლობალური მასშტაბით აზროვნებას უწყობს ხელს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები