შალვა პაპუაშვილი ზელენსკის "ტრაგიკულ პიროვნებას" იწოდებს და უმადურობაში ადანაშაულებს
"არ ვიცი რის დაკარგვაზე საუბრობს, ადამიანმა თავისი ქვეყნის 40% დაკარგა, თავისი მოსახლეობის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა" — ასე ეხმაურება ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ "ევროპამ დაკარგა საქართველო და ის უკვე რუსეთზეა დამოკიდებული".
შალვა პაპუაშვილი ომში მყოფ პრეზიდენტს "ტრაგიკულ პიროვნებას" უწოდებს და ამბობს, რომ ზელენსკი "უმადურობას" იჩენს. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის "პასუხს თავის დროზე უკრაინელი ხალხი გასცემს".
"ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნება არის, არამხოლოდ იმიტომ რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი ამიტომ არის ტრაგიკული. არ ვიცი რის დაკარგვაზე საუბრობს, ადამიანმა თავისი ქვეყნის 40% დაკარგა, თავისი მოსახლეობის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე 40% მოსახლეობის გაქცეული არის ქვეყნიდან და ფაქტობრივად ეს მოსახლეობაც დაკარგა იმიტომ რომ რთულია ალბათ წარმოიდგინო, რომ ეს რაოდენობა მოქალაქეებისა უკან დაბრუნდება, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია გავიდნენ უკრაინიდან, სადღაც დაფუძნდნენ და დიდი ალბათობით იქაც დარჩებიან, ასე რომ, ეს არის ის დანაკარგები, რომელსაც ბატონი ზელენსკი განიცდის.
მე ერთ რამეს ვიტყოდი, ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ომში არის უკრაინა და ჩვენ ვერიდებით ზედმეტ კომენტარებს ან ზედმეტ შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეციალურმა სამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი იმისთვის, რომ საქართველო აერიათ, ეს გაგვიკეთა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა, რომ აქ ასაფეთქებელი ნივთიერებების გატარება უნდათ საქართველოში, თუ ჩამოტანა უნდათ საქართველოში, ამას გვიშვრება მისი ხელისუფლება, რომ აქ შეიძლება აიწიოს ნახევარი ქალაქი იმის გამო, რომ საკუთარი მიზნები აქვთ, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ, თუმცა მე მექნებოდა ორი რჩევა, პირველი — გაითვალისწინოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს, მას გასცემს უკრაინელი ხალხი იმ ქართველი ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, მას თავის დროზე პასუხს გასცემს უკრაინელი ხალხი. ჩაატაროს არჩევნები და მეორე — გაითვალისწინოს ამერიკის ვიცეპრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი. უმადურობა, მით უმეტეს, როცა ომში არის ქვეყანა, არის ძალიან ცუდი და როდესაც ბატონი ზელენსკი ირჩევს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში, ჰუმანიტარული დახმარებით, საერთაშორისო განცხადებებზე და ინსტრუმენტებზე მიერთებით, ყველაფერში გვერდში ვუდგავართ, ეს არის დიდი უმადურობა საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რასაც ბატონი ზელენსკი იჩენს. მას თუ მეტი არაფერი სათქმელი არ ჰქონდა, რომ ის მცირე დრო რაც გამოყოფილი აქვს გაეროს გენერალურ ტრიბუნაზე გამოსასვლელად , რომ გამოეყენებინა კიდევ ერთხელ და საქართველო ეხსენებინა, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ რამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ," — თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ საქართველო დაკარგა და არ შეიძლება იგივე დაუშვას მოლდოვაზეც.
"ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო — ადამიანების უფლებები სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოსთვის დახმარების საჭიროება რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს და არ შეიძლება ევროპამ დაუშვას მოლდოვის დაკარგვაც," — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები