არასრულწლოვანის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
არასრულწლოვანის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. პროკურორმა ნათია ნოზაძემ განაცხადა, რომ ხატია ვიბლიანმა არასრულწლოვანს ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ხატია ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება, თუმცა ძალადობის მომხრე არაა.
"რა თქმა უნდა, არ ვიცოდი არასრულწლოვანი რომ იყო. როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე. მე გიჟი არ ვარ... მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე", — თქვა ხატია ვიბლიანმა.
პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გირაოს მოთხოვნისას გაითვალისწინეს ის, რომ ბრალდებული ხატია ვიბლიანი მარტოხელა დედაა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლები, ასევე "აღიარებს, ბოდიშს იხდის და მზად არის, აანაზღაუროს მორალური, მატერიალური ზიანი".
"გირაოს მუხლი ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა, მაგრამ პირველი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, არის ის, რომ არის მარტოხელა დედა და 4 წლის შვილს მარტო ზრდის. ბავშვის ერთადერთი პატრონი არის ის, რასაც ვითვალისწინებთ.
ასევე ვითვალისწინებთ, რომ ის წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე აღიარებს, ბოდიშს იხდის და მზად არის, პირადადაც მოიხადოს ბოდიში, აანაზღაუროს მორალური, მატერიალური ზიანი, რაც არის. ის ყველაფერზე თანახმაა, რომ არასრულწლოვანს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ექსპერტიზა დანიშნულია, ჯერ არ მიგვიღია დასკვნა. მკვეთრი დაზიანება, გამოხატული არ არის. არასრულწლოვანი დედამ თავის დაზღვევის მიზნით, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, ვინაიდან სახე ჰქონდა გაწითლებული და კისრის არეში ნაკაწრი ჰქონდა. ოჯახს სურს, კანონის სიმკაცრით დაისაჯოს ბრალდებული", — განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს მოქალაქე გვანცა ბაუჟაძემ სოციალურ ქსელში არასრულწლოვანზე ძალადობის ამსახველ ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ ქალმა "ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა" 15 წლის მოზარდზე "მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭი მაღაზია "ორი ნაბიჯის" მოლარეს გამოესარჩლა".
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-მ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
კომენტარები