ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

15 Sep. 2025, 11:07

რა არის და რა არ არის ბოიკოტი?

ისინი, ვინც "არჩევნებად" წოდებულ სიმულაციაში მონაწილეობენ, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ბოიკოტი არაფრის კეთებაა და შესაბამისად, ის უსარგებლოა. ეს სიცრუეა და იგივეა, ვიღაცას სკალპელის გამოყენება რომ არ შეეძლოს და გვიმტკიცებდეს — ის მედიცინაში გამოუსადეგარი ინსტრუმენტიაო.

წინასწარ გაყალბებული არჩევნების ბოიკოტი სწორედაც ის ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სიმულაციის გარსი გავჭრათ, დაავადების რეალური სახე გამოვავლინოთ და ჯანმრთელობა გადავირჩინოთ. ამის გამო, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ავტოკრატიებთან ბრძოლაში.

  • ბოიკოტები განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ამა თუ იმ რეჟიმის მდგომარეობა დამოკიდებულია საერთაშორისო მხარდაჭერაზე. სწორედ ასეთი რეჟიმია ივანიშვილის ოცნების პარტია. განსხვავებით რუსეთის, ჩინეთის, თუ სხვა რეჟიმებისგან, მას არ გააჩნია იზოლაციის პირობებში გადარჩენის უნარი და რესურსი;
  • ბოიკოტი აძლიერებს სოლიდარობას დემოკრატიული წინააღმდეგობის მონაწილეებში და პარტიებს, მოძრაობებსა და მოქალაქეებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებისკენ უბიძგებს; ამით საფუძველი ეყრება დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს, სახალხო თვითმმართველობებს და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებს;
  • ბოიკოტის მრავალი ფორმა არსებობს და ჩვენ ბოიკოტის სხვადასხვა ფორმა - საარჩევნო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური — უნდა გამოვიყენოთ;
  • მხოლოდ ბოიკოტი არ არის საკმარისი და საჭიროა პარალელური ინსტიტუტებისა და პროცესების შექმნაც, მაგრამ ის აუცილებელი საწყისი პოზიციაა ავტორიტარიზმთან მეთოდურ და მიზანმიმართულ ბრძოლაში;
  • როდესაც არჩევნებს, თავისუფლებასა და სახელმწიფოს გპარავენ, ქურდები დანაშაულში უნდა ამხილო, დასაჯო და არა ნაქურდალის წილზე ედავო. ბოიკოტი ამისათვის სწორი და აუცილებელი ნაბიჯია.

სწორედ ამიტომ, დიახ, დიდი და მასშტაბური ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ რუსული სცენარით დაწერილ "არჩევნებს" და ერთად ვიაროთ წინ სამართლიანობის გამარჯვებისკენ, რომელიც გარდაუვალია!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება…