გიორგი ბაჩიაშვილი

3 Sep. 2025, 17:08

"გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო. ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან... საპატიმროში გაშვებული უამრავი ახალგაზრდა... ქალების მასიურად დაჭერაზე გადასული რეჟიმი და გაეროში გაგზავნილი ინციტატუსი...

ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან "ჯალათეას" ვერ ამოშლით... ან რა უნდა დაწეროთ ახალ სახელმძღვანელოში? გამოგონილ "ომის პარტიას" რომ ებრძოდით და ამ ბრძოლაში როგორ ასახიჩხრებდით ქართველ ახალგაზრდებს? თუ სიხარბეს და ეჭვიანობას შეწირულ თანაგუნდელებს ორდენებს როგორ ურიგებდით? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეგ თქვენი 400 გვერდიანი ნაშრომი ეგებ რუსულად გამოსცეთ. რით ვერ ხვდებით რომ ქართველს დაჭერით ვერ გააჩუმებთ, სტალინმა საქართველო ვერც დაჭერით, ვერც დახვრეტით და ვერც გადასახლებით ვერ გააჩუმა. ასს დაიჭერთ? ზღვა გამოვა!

მსურს ასევე მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი. ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ ვუღალატებთ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. მივიდეთ ყველანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ამით ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ.

ჩემი სრული და გულითადი მხარდაჭერა ყველა მამაც და საამაყო ახალგაზრდას, ყველა პოლიტპატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნამდვილ პატრიოტს.

ბრძოლა გრძელდება... ქართული ოცნება ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს. გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვთ — ჩვენ გვაქვს სიყვარული!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…