დიმიტრი ცქიტიშვილი: რატომ წამოიწია ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის ვერსია, თანმდევი პროპაგანდისტული ნარატივებით, და არა სხვა შესაძლო სცენარები?
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პოლიტიკოსი რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს. ის ეჭვქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას და შემდეგი კითხვით მიმართავს გამოძიებას: რატომ დააჩქარეს აღნიშნული დასკვნის გამოტანა.
პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკეს.
მთავარი კითხვა გამოძიებასთან: ორი ადამიანი იმყოფებოდა, როგორც ჩანს, ერთ სივრცეში, და ერთის იარაღით მეორე მძიმედაა დაჭრილი. რატომ წამოიწია ასე ნაჩქარევად თვითმკვლელობის ვერსია, თანმდევი პროპაგანდისტული ნარატივებით და არა სხვა შესაძლო სცენარები?
დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში.ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს რეჟიმის ტრანსფორმაციის პროცესი. ეგრეთ წოდებული, აქამდე მოქმედი ბალანსის სისტემიდან, რეჟიმი გადადის მკაცრად იერარქიულ ვერტიკალზე.
სახეზე გვაქვს სხვადასხვა სფეროზე და არალეგალური ფინანსური რესურსების მოძრაობაზე გავლენების გადანაწილების პროცესი ტრადიციულ მაფიოზურ სტილში.
მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული "საერთოს" (ობშიაკის) კონსოლიდაცია ერთ ხელში და ეს არანაირ კავშირში არ არის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.
ყველა, ვინც აქამდე ჩართული იყო კორუფციაში თუ სხვა უკანონო საქმიანობაში, მანამდე დადგენილი უწესო წესების ფარგლებში მოქმედებდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისჯებიან.
ასე რომ, რეჟიმის განახლებულ ვერტიკალთან კოლაბორაცია ისევე არ იძლევა არანაირ უსაფრთხოების გარანტიებს, როგორც აქამდე არსებულ სისტემაში ინტეგრაციამ ვერ დაიცვა ვერავინ.
ასე რომ კარგად დაფიქრდით, ვინც ამაზე ხელს აწერთ!!!
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: ასეთი ტრანსფორმაციული პროცესის დროს ნებისმიერი რეჟიმი — მათ შორის ქართული ოცნების რეჟიმიც — განსაკუთრებულად მოწყვლადია.
მაგრამ, მოწყვლადობის მიუხედავად, რეჟიმის დამარცხება მხოლოდ კოორდინირებული სტრატეგიით არის შესაძლებელი და არა ფრაგმენტირებული ქმედებებით. თუ რეჟიმმა ეს ეტაპი გადალახა, ის ჩამოყალიბდება გაცილებით უფრო ძლიერ და საშიშ მონსტრად, ვიდრე აქამდე იყო, — წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შსს-ს ცნობით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
IPN-ის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი დაკავებული.
- მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს
- ლევან რატიანი: [თორნიკე რიჟვაძის] მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა
- მაღალი დონის კორუფცია და ვენდეტა — სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე
- ლევან ხაბეიშვილი: ნამდვილი ძმაკაცი, გულშემატკივარი როგორ არ აღმოაჩნდება რიჟვაძეს, რომ არ შეშინდეს და სიმართლე თქვას
- შალვა პაპუაშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ყველა დეტალს გამოძიება გაარკვევს
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები