ილიაუნის, ჯიპას, აგრუნის და ფრიუნის სტუდენტური მოძრაობები თვითმმართველობის არჩევნებს ემიჯნებიან
ილიაუნის, ჯიპას, აგრუნის და ფრიუნის სტუდენტური მოძრაობები თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ არჩევნების გაყალბების, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებისა და უკანონო დაკავებებისა ფონზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა "უპატივცემულობა, დაცინვა" და "ღალატია".
ჯიპას სტუდენტური ერთობა სოციალურ ქსელში წერს, რომ "ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც უგულებელყოფს ხალხის ნებას და სინდისის პატიმრების ბრძოლას, საბოლოოდ უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი".
"ჯიპას სტუდენტური ერთობის წევრები თვეების განმავლობაში აქტიურად ვართ ჩართული პროტესტში. ამ ბრძოლის მანძილზე არაერთ მოძალადე, სამშობლოს მოღალატე და ცრუ მოწმე პოლიციელს შევხვდით. სწორედ ამ პოლიციელების საშუალებით ატარებს რეჟიმი კერძო ინტერესებს და აკავებს იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ განვიცადეთ სხვადასხვანაირი ღალატი რეჟიმისგან; მაგალითად: გაყალბებული არჩევნები, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, თანამოქალაქეების უკანონო დაკავებები და მათთვის მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა…
ამ ყველაფრის შემდეგ "ოპოზიციური" პარტიებისა და კოალიციების ნაწილი, მათ შორის "ძლიერი საქართველო" და "საქართველოსთვის", გეგმავს მონაწილეობას იმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც კვლავ ბიძინა ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებული ცესკო ჩაატარებს. მათი ეს გადაწყვეტილება უპატივცემულობა და დაცინვაა.
თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ჩვენ, სტუდენტები, დავიწყებთ აქტიურად ამ პოლიტიკური პარტიების მხილებას, რათა საზოგადოებამ გაიცნოს მათი მოღალატეობრივი სახე.
ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც უგულებელყოფს ხალხის ნებას და სინდისის პატიმრების ბრძოლას, საბოლოოდ უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი.
ბოიკოტი ბიძინას ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს!
დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!", — წერს ჯიპას სტუდენტური ერთობა სოციალურ ქსელში.
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა "არის ღალატი 218-დღიანი უწყვეტი პროტესტის, ღალატი პოლიტპატიმრების და ღალატი ამ ქვეყნის 70%-ის, რომელიც მომავალი ე.წ. არჩევნების ბოიკოტის მომხრეა".
"ჩვენ, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობას, აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და დღეს, პარტია ლელოს გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ ერთხელ, აუცილებლად, მიგვაჩნია, ჩვენი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა.
დღიანი უწყვეტი პროტესტისა, ღალატი პოლიტპატიმრების და ღალატი ამ ქვეყნის 70%-ის, რომელიც მომავალი ე.წ. არჩევნების ბოიკოტის მომხრეა.
არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რუსული რეჟიმის მიერ მოწყობილი არჩევნებად წოდებულ ფარსში და ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც „სისტემურ ოპოზიციად“ და რეჟიმის სასურველ დეკორაციად იქცა.
გვჯერა, რომ გამარჯვება არა თანამშრომლობაში, არამედ ჩვენს პრინციპულობაშია.
ძალა ერთობაშია!
ძალა სტუდენტების ერთობაშია!", — ნათქვამია განცხადებაში.
აგრუნისა და ფრიუნის სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ "არსებული რეჟიმის იზოლაცია კრიტიკული მნიშვნელობისაა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ იზოლაციის დარღვევისკენაა მიმართული, ჩვენს თვალში განიხილება როგორც არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ ღალატი. ღალატი იმ ადამიანების, ვინც თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლის ყველაზე ძვირფას წლებს თმობენ".
"პროტესტში მყოფ სტუდენტურ მოძრაობებს, სტუდენტებს აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
ვინაიდან, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და 20 ივნისის შემქმნელ გიორგი გახარიას მიერ ჩამოყალიბებულმა პარტიებმა გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
არსებული რეჟიმის იზოლაცია კრიტიკული მნიშვნელობისაა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ იზოლაციის დარღვევისკენაა მიმართული, ჩვენს თვალში განიხილება როგორც არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ ღალატი. ღალატი იმ ადამიანების, ვინც თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლის ყველაზე ძვირფას წლებს თმობენ.
ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანატოლების, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების, სინდისის პატიმრების ოჯახებს ზურგს აქცევენ.
ნუ გეგონებათ, რომ საზოგადოება ვერ ხედავს, ვინ იბრძვის თავისუფლებისთვის და ვინ თამაშობს დადგმულ სპექტაკლში. არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ "არჩევნებში", რომელშიც გამარჯვება არა ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ კულისებს მიღმა გარიგებებზეა დაფუძნებული", — ნათქვამია ფრიუნისა და აგრუნის სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს 8 ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს ლელო — ძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია საქართველოსთვის.
5 ივლისს, ლელო — ძლიერი საქართველოს სახელით, პარტიის წევრმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ივლისიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველო სარჩევნო ბრძოლაში შედის.
ლელო — ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უარყოფითი და არაერთგვაროვანი რეაქცია არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში მოჰყვა, არამედ თავად პარტიაში.
5 ივლისს პარტიის პოლიტსაბჭო ჯერ საბა ბუაძემ დატოვა, შემდეგ — დეა მეტრეველმა და ანა ნაცვლიშვილმა.
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
კომენტარები