ბაია პატარაია: "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს სენსიტიური ინფორმაცია
ფოტო: Human Rights House Tbilisi
"საფარის" ხელმძღვანელის და უფლებადამცველის ბაია პატარაიას განცხადებით, ოცნების "ანტიკორუფციულმა ბიურომ" მათი დაცვის ქვეშ მყოფების პირადი ინფორმაციის გამოთხოვების მოთხოვნით მიმართა.
უფლებადამცველის განცხადებით "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია". პატარაიამ ასევე დასძინა, რომ ქართული ოცნება გააგრძელებს მცდელობას არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეწყვიტონ ფუნქციონირება და მათ ამის საშუალებას არ მისცემს.
"მოგეხსენებათ, "საფარი" არის ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია. ჩვენ 20 წელია ვმუშაობთ და უამრავი ქალი და ბავშვი ბენეფიციარი გვყოლია. ისინი ჩვენთან მოდიან უმძიმესი პირადი ისტორიებითა და ამბებით. ჩვენ გვაქვს არაერთი საქმე პედოფილიის, სქესობრივი ძალადობის და სხვა დანაშაულის. ხშირად ისინი როდესაც მოგვმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას, რადგან სახელმწიფო უწყების მიმართ ნდობა არა აქვთ.
ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენს სერვისებს იყენებენ. შესაბამისად, მათი ისტორიები, მათი სამედიცინო ისტორიებიც ჩვენთან ინახება. მინდა მივმართო ამ ქალებს და ბავშვებს, რომლებსაც მიუღიათ ჩვენგან მომსახურება და მხარდაჭერა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენს ისტორიებს, მონაცემებს და ამბებს ბოლომდე დავიცავთ, ის არ ჩაუვარდება ხელში რაჟდენ კუპრაშვილს და რუსულ რეჟიმს. ჩვენ გავუფრთხილდებით ყველაფერს, რაც გვაქვს. მინდა იცოდეთ, რომ "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია.
ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ დაიწყო ღია ბრძოლა "საფარის" და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ისინი შეეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას. ამიტომ, მინდა ქალებს ვუთხრა — მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს ჩვენი დევნა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოვძებნით სხვა ზომებს. ჩვენ არ დავტოვებთ არავის მარტო და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქალების და ბავშვების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული ამ ქვეყანაში," — განაცხადა ბაია პატარაიამ.
შეგახსენებთ, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს. სადაც განაცხადეს, რომ 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვეს.
- NGO-ები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას სთხოვს
- საბა ბრაჭველი: ითხოვენ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობას ვუღალატოთ და მათ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები