რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს — ამის პარალელურად მის 17 წლის ვაჟს ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებენ
5 მაისს, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. კადიროვმა ასევე დასძინა, რომ იმედოვნებს მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის მიერ.
კადიროვმა ეს განცხადება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Chechnya Today-თან მუდმივი ჭორების საპასუხოდ გააკეთა.
"მეც მოვისმინე ეს ჭორები. ხალხი ყველანაირ რამეს წერს. პირიქით, მე თვითონ ვითხოვ თანამდებობიდან განთავისუფლებას. განსხვავებული ადამიანი ჩემს თანამდებობაზე ახალ იდეებს და ახალ ხედვას შემოიტანდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდება," — განუცხადა კადიროვმა ჟურნალისტებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვმა გადადგომის სურვილი საჯაროდ გამოთქვა.
2022 წელს კადიროვმა განაცხადა, რომ მან გადააცილა თავის მმართველობის ვადას და "ხანგრძლივი და განუსაზღვრელი შვებულება" დაიმსახურა. მან იმედი გამოთქვა, რომ მას "გაუგებენ და ამ გადაწყვეტილებაში მხარს დაუჭერენ".
ამის პარალელურად, ის საპირისპირო განცხადებას აკეთებს, რომ გადადგომის შესახებ საუბარი სამომავლოდ გადაიდო. კადიროვის თქმით, ის მოქალაქეებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანხმობის გარეშე ჩეჩნეთის მეთაურის თანამდებობას ვერ დატოვებდა.
2023 წლის ივლისში, კადიროვმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერობაზე კვლავ აპირებდა კენჭისყრას.
"ჩემს შემცვლელს არ ეძებენ და ძებნის საჭიროების გაჩენას არც დავუშვებ. როდესაც ვადა ამომეწურება, ალლაჰის ნებით, არჩევნებში ისევ მივიღებ მონაწილეობას და თუ ხალხი ამირჩევს, მუშაობას გავაგრძელებ," — ამტკიცებს კადიროვი.
კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლის აპრილიდან მეთაურობს. 2021 წლის აპრილში, ულიანოვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი მოროზოვის გადადგომის შემდეგ, კადიროვი ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი მმართველების რეიტინგში ლიდერი გახდა. ამავე წლის სექტემბერში ის ხმების 99,7%-ით კვლავ ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. თუმცა, კენჭისყრა დარღვევებით ჩატარდა, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარს "ძალადობრივი გზით ჩატარებული კენჭისყრა" უწოდა.
5 მაისს, დამოუკიდებელმა რუსულმა მედიასაშუალება Novaya Gazeta Europe-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, ჩეჩნეთში, შესაძლოა, ძალაუფლების გადაბარების პროცესია დაწყებული.
ჩეჩნეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით Novaya Gazeta-ს წერს, რომ კადიროვი თებერვლიდან ფაქტობრივად გამოეთიშა ყოველდღიურ მმართველობით საქმიანობას. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვის ვალდებულებები ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა, მაგომედ დაუდოვმა შეითავსა.
ჟურნალისტების განცხადებით, თებერვალში ის გროზნოს კერძო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკა კერძოა და კადიროვის მეუღლის, მედნი კადიროვას საკუთრებაა. წყაროები ამტკიცებენ, რომ ლიდერმა კლინიკაში რამდენიმე კვირა დაჰყო. საავადმყოფოში ამ ვიზიტის დასამალად პრესსამსახურმა გაავრცელა კადრები სადაც ჩანს, როგორ მოინახულა კადიროვმა პუტინის სახელობის სამშენებლო ობიექტი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი დადგმული იყო — კადიროვი ხანმოკლე დროით გამოცხადდა ადგილზე და დაცვის მობილიზებით ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
კადიროვი მოგვიანებით ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ზიადი საჟიდოვას დაკრძალვაზე გამოჩნდა, სადაც მას დაღლილობის და ავადმყოფობის ნიშნები ეტყობოდა, რამაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ სპეკულაცია უფრო გაამძაფრა. თებერვლის შემდეგ ჰადიროვი ოფიციალურ ღონისძიებებზე პირადად აღარ ჩანს. ღონისძიებებზე კადიროვის ნაცვლად დაუდოვი ჩანს, რაც ექსპერტების განმარტებით, ძალაუფლების გადაბარების შემდეგ ეტაპია.
ამ მოვლენების ფონზე, ჩეჩნეთის ადმინისტრაციულ შენობებსა და სკოლებში ადამ კადიროვის პორტრეტები გამოჩნდა. დაუდოვი, კადიროვების ოჯახის ახლობელი, კადიროვის ვაჟის პოპულარიზაციაში აქტიურ როლს თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლებში ჩატარდა სპეციალური შეკრებები, სადაც ადამის გამოსვლებს აჩვენებდნენ და მისი "პატრიოტიზმისა და პირადი სიმამაცის" შესახებ დისკუსიები მიმდინარეობდა. პროსამთავრობო ტელეგრამის არხები ხშირად აქვეყნებენ ვიდეოებსა და ფოტოებს, სადაც ოფიციალურ ფორმაში ჩაცმული ადამი დაცვითაა გარშემორტყმულია.
2023 წლის სექტემბერში ადამ კადიროვი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს ფიზიკურად უსწორდება. რამზან კადიროვის პრესსამსახური ამართლებდა ამ ქმედებას და ამტკიცებდა, რომ ადამმა "პასუხისმგებლობა აიღო" და "კაცივით მოიქცა".
2024 წელს, საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ადამს ჩეჩნეთის გმირის წოდება მიენიჭა და უსაფრთხოების საკითხებში მამის თანაშემწედ დაინიშნა. ამის შემდეგ, კადიროვის შვილის საჯარო იმიჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გასულ თვეში ის ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედამხედველად დანიშნეს — თანამდებობაზე, რომელიც აქამდე არ არსებობდა. არც რუსეთის ფედერალურ პროკურატურას და არც ჩეჩნეთის ადგილობრივ ფილიალებს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 22 აპრილს ადამი ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
ადამის საჯარო იმიჯის კულტივირების ტემპის გათვალისწინებით, Novaya Gazeta Europe-მ დაასკვნა, რომ ხელისუფლება რამზან კადიროვის გრძელვადიან მმართველობას აღარ განიხილავს. მიუხედავად ამისა, კრემლს შესაძლო გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
მოგვიანებით, დამოუკიდებელმა მედიასაშუალება iStories-მა და რამდენიმე ტელეგრამის არხმა რამზან კადიროვსა და პუტინს შორის უთანხმოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. განხეთქილების მიზეზი, სავარაუდოდ, კადიროვის არასანქცირებული მოლაპარაკებები გახდა სპარსეთის ყურის მონარქიების წარმომადგენლებთან მისი აქტივების მომავალთან და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგრამ, წყაროების თანახმად, მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა კატარს ეხებოდა. ამ განხეთქილების ირიბი მტკიცებულებაა კადიროვის გავლენიანი მოკავშირის, ადამ დელიმხანოვის გაუჩინარება, კადიროვის ქალიშვილის აიშატის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადადგომა და პუტინის სავარაუდო უარი ადამის ჩეჩნეთის არაფორმალური ლიდერად და რამზან კადიროვის მემკვიდრედ დანიშვნაზე.
თუმცა, Novaya Gazeta Europe-მ მოვლენების ამგვარი განვითარება სადავო გახადა. მათი გამოძიება ამტკიცებს, რომ კადიროვის უპირველესი მიზანი რეჟიმის საფუძვლების რესტრუქტურიზაციაა და სურს, შეინარჩუნოს კონტროლი უსაფრთხოების სამსახურებზე და ბიზნეს ინტერესებზე, რომლებიც ჩეჩნეთის ეკონომიკის ყველა სექტორს მოიცავს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ "[რამზან კადიროვს] სჭირდება რუსეთის პრეზიდენტისგან პირადი გარანტიები შვილებთან დაკავშირებით. ამის გარეშე გადადგომის გეგმა ვერ აღსრულდება. კადიროვმა ამ გარანტიებზე მოლაპარაკება ორი წლის წინ დაიწყო.
ჟურნალისტების ვარაუდით, თუ ეს გეგმა წარმატებით განხორციელდება, ნებისმიერი პირის უფლებამოსილება, რომელიც რესპუბლიკის მეთაურად ფორმალურად იქნება დანიშნული — კადიროვისგან ან მოსკოვისგან, სასტიკად შეიზღუდება. ფინანსური რესურსები, კონტროლი ძალაუფლების სტრუქტურებზე, როგორიცაა პოლიცია და ეროვნული გვარდია, კადიროვის მემკვიდრეებისა და მათ უკან მყოფი ძლიერი ჩეჩნური კლანების ხელში დარჩება. მათი ერთგულება კადიროვის შვილებთან ოჯახური კავშირებითაა უზრუნველყოფილი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები