ალექს რაუფოღლუ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს
ფოტო: TI
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანადგურებს, — ამის შესახებ Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წერს.
"MEGOBARI აქტს, ჯო უილსონისა და სტივ კოენის ინიციატივით წლის დასაწყისში წარდგენილ ინიციატივას, ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა საბოლოო კენჭისყრისთვის მომავალ კვირას განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანადგურებს", — წერს რაუფოღლუ.
27 მარტს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის სრული დასახელებაა "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი". ის 2024 წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
ამერიკელმა სენატორებმა — სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა სენატში MEGOBARI Act-ი 11 მარტს წარადგინეს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სენატის ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე
"ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას"საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის "ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი" "MEGOBARI აქტი" წარადგინეს. ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში", — ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება წერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორპარტიული "MEGOBARI აქტი" მოიცავს არაერთ მიმართულებას:
• აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
• ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
• [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
• ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
• მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
• მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
იმისათვის, რომ MEGOBARI აქტი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი მთლიანმა პალატებმა.
მეტი MEGOBARI აქტის შესახებ:
- ჯინ შაჰინი: ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდაჭერაში
- "ჯიმ რიში გამორჩეული კაცია და არასდროს დაგაღალატებთ" — ტრამპი Megobari Act-ის თანაავტორ სენატორზე
- 22 მარტს თბილისში "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში გაიმართება
- ჯო უილსონი: ქართველი ხალხი მტკიცედ მოითხოვს არჩევნებს გაყალბების გარეშე
- ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა სენატში MEGOBARI Act-ი წარადგინეს
- MEGOBARI Act-ის წარმდგენი ჯო უილსონი კონგრესში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია
- სტივ კოენი: "ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები და სანქციების განიხილება იმ ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში
- MEGOBARI ACT-ს, სადაც "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, სენატის საქმეთა კომიტეტი სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავს
- კონგრესში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართა — რა ვიცით
- აშშ-ის სენატში, სენატორები "ქართველი ხალხის აქტს" წარადგენენ
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
კომენტარები