კონგრესში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართა — რა ვიცით
მოკლედ: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, რუსული კანონის მიღების ფონზე, საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე მოსმენა გაიმართა.
- ეს მოსმენა ჰელსინკის კომისიის ფარგლებში შედგა.
დეტალები: მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ, ასევე — საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ.
- ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯო ვილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანტიდემოკრატიული ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.
- მან თქვა, რომ ეს კანონი მთავრობის ანტიდემოკრატიული კურსის აისბერგის წვერად მოჩანს.
- ვილსონმა, ასევე, თქვა, რომ ოცნება ცესკო-ს ასუსტებს, ძირს უთხრის სასამართლო სისტემას, თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოებას.
სიტყვით გამოვიდა კონგრესმენი სტივ კოენიც, დემოკრატიული პარტიიდან.
- მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა — მაშინ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. კონგრესმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემას "დრაკონულად მართავდა" საკუთარი მოქალაქეების დასასჯელად, ივანიშვილი კი კარგი რეფორმატორის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს "ოცნება აღმოჩნდა". მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიულ და დასავლურ ღირებულებებს არ შეესაბამება.
ვანო ჩხიკვაძემ კი მოსმენაზე აღნიშნა, რომ მმართველი ძალა ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიდის, რადგან მოსახლეობის სრული უმრავლესობა მომავალს ევროპაში ხედავს.
"ვიაზრებთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. ვხედავთ და ვაფასებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან. სწორედ ამიტომ ვაფასებთ ინიციირებულ კანონს – Megobari Act და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის მალე მიიღება. დრო ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის და თითოეული წუთი მნიშვნელოვანია", — თქვა ვანო ჩხიკვაძემ.
გაიგეთ მეტი Megobari Act-ზე: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
კომენტარები