ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სხდომას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ კამპანიას განიხილავენ. განხილვას წინ უძღვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან მოსაზრებების არაფორმალური გაცვლა.

დისკუსიის მთავარი თემები იქნება რუსეთის მიერ გაძლიერებული ჰიბრიდული მოქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის რეაგირება, ასევე უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა.

მიმდინარე საკითხების ფარგლებში, საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.


საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა, ხოლო კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. გაწევრიანების პროცესი 2024 წელს, ფაქტობრივად, შეჩერდა, — წერის პრესრელიზში.