ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. "ქართლის ამბების" ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოცემა წერს, რომ მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა.

NEWS.On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.