სალომე ზურაბიშვილი

6 Mar. 2025, 16:03

"რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი რუსული ზამთრის — ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო, ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა.
მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა.
100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთ პატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის.


100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის.


რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები"
მეორე მხარეს კი ღირსებაა თუნდაც წყლის ჭავლის ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), უკიდეგანო სამშობლოს ერთგულება , რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე - და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ესეიგი ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს … საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია !


იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისათვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები.
ამათ ტყუილა არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე მხარეს "ტიტუშკები" დარბიან ქალაქში შიში რომ დათესონ!


ამ დროს კი ქალაქი დგას!


უკვე 100 დღეა!


და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!" 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვეყნის საეჭვო ვითარებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  2. იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
  3. მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
  4. შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
  5. გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის

კლინიკა პრიმერომ ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში მომსახურების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და მის გაუმჯობესებას ამ დრომდე…