"ქალები საშინლები არიან" — არმი ჰამერი იხსენებს, როგორ სცადა კაცთან ურთიერთობის დაწყება
ფოტო: Lars Niki / Getty Images
პრობლემური რეპუტაციის მქონე მსახიობი არმი ჰამერი, რომელსაც კინომოყვარულთა უმრავლესობა ფილმ Call Me By Your Name-ში მონაწილეობით იცნობს, თავისი პირადი ცხოვრებიდან აქამდე უცნობ ამბავს იხსენებს.
ჰამერი სულ ახლახან სტუმრად იყო მიწვეული ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც მოჰყვა, როგორ სცადა სექსუალური ურთიერთობის დამყარება კაცთან, მაგრამ მცდელობამ ვერ გაამართლა.
"ერთხელ ვცადე, კაცთან მქონოდა სექსი და ეს ძალიან კომიკური შემთხვევა იყო", — იხსენებს მსახიობი, — "ვიფიქრე, ქალები საშინლები არიან, გეი კაცებთან კი ყველაფერი უფრო მარტივადაა-მეთქი".
ამის შემდეგ ჰამერმა სტერეოტიპული მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ ადვილად შეიძლება გეი კაცთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება.
"ამიტომაც, ვფიქრობდი, მოდი, ვცდი, იქნებ გამიმართლოს-მეთქი", — აგრძელებს მსახიობი, — "ერთი სიმპათიური ფრანგი ტიპი გავიცანი და მეგონა, ურთიერთობა გამომივიდოდა. თუმცა, საქმე რომ სექსზე მიდგა, ჯერ წვერი მომხვდა ცუდად და ვიფიქრე, აი, რატომ მოსწონთ ქალებს, როცა იპარსავ-მეთქი. მკლავების შემოხვევაც ვცადე, მაგრამ მხრები აღმოჩნდა ძალიან განიერი. თითქმის ჩემი სიმაღლის იყო. ეს შემთხვევა კი ძალიან უცნაური გამოდგა; ფიზიკურად სულ არაფერი არ მიგრძნია".
ფოტო: Jason LaVeris / FilmMagic
პოდკასტში ჰამერმა ასევე ისაუბრა ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე, რეაბილიტაციასა და ჰოლივუდურ ცხოვრებაზე. მსახიობს ჰოლივუდის დატოვება 2021 წელს მოუწია — მას შემდეგ, რაც გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.
- არმი ჰამერს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ: "მეგონა, მომკლავდა"
- არმი ჰამერის ექსები მისი კანიბალისტური ფანტაზიების შესახებ საუბრობენ
მსახიობმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ მისი ურთიერთობები ურთიერთთანხმობას ეფუძნებოდა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ბრალმდებელ პარტნიორებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. საქმეზე დაიწყო გამოძიებაც, მაგრამ ჰამერს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ბრალი არ წარედგინა.
სკანდალის ფონზე, მსახიობთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა მისმა აგენტმა. გაუქმდა რამდენიმე პროექტიც, რომელშიც ჰამერი იყო ჩართული. გახმაურებულ ბრალდებებზე კი გადაიღეს დოკუმენტური ფილმი House of Hammer, რომელიც 2022 წელს გამოვიდა.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები