ვინ არიან ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პარტნიორები
ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ მთავრობა აპირებს გადახედოს შესაძლებლობას, გაყინოს ვაჭრობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პარტნიორია.
პრეზიდენტის სიტყვებს კრიტიკა მოჰყვა: მსგავსი ქმედება, შეიძლება, არაპროდუქტიული იყო აშშ-სთვის, რადგან მას თავის ძირითად პარტნიორებთან მოუწევს ურთიერთობების გაწყვეტა.
დონალდ ტრამპის ხისტი განცხადების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო პერიოდში ბალისტიკური რაკეტებისა და წყალბადის ბომბის გამოცდა გახდა. დიქტატორული სახელმწიფო ცდილობს, შექმნას ისეთი რაკეტა, რომელიც შორ მანძილზე შეძლებს ბირთვული იარაღის გადატანას.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის გამოცდა 2006 წელს დაიწყო. მაშინ გაერომ სანქციები დაუწესა, მაგრამ მას შემდეგ ფხენიანმა ბირთვული იარაღი კიდევ ხუთჯერ გამოსცადა.
2006 წლის შემდეგ სანქციები ექვსჯერ გამკაცრდა, მაგრამ კიმ ჩენ ინის რეჟიმი უკან არ იხევს და, სავარაუდოდ, ახლოსაა შექმნას ბალისტიკური იარაღი, რომელიც აშშ-მდე ბირთვულ იარაღს ჩაიტანს.
ვაშინგტონი ჯერ კიდევ ცდილობს ზეწოლა იქონიოს ფხენიანზე ისე, რომ სამხედრო ძალას არ მიმართოს, მაგრამ მსგავს ვარიანტს პერიოდულად მაინც განიხილავს. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სანამ გვიანი არაა "ყველა დიპლომატიური გზა უნდა გამოიყენონ", მაგრამ რა იგულისხმება ამაში უცნობია.
სავარაუდოდ, საუბარია იმაზე, რომ აშშ-ს სურს ჩრდილოეთ კორეაში შემავალ ნავთობზე ემბარგო დააწესოს, ასევე ქვეყნის ყველა უცხოური ანგარიში გაყინოს.
ჩრდილოეთ კორეა უცხოეთიდან საკმაოდ ცოტა ნავთობს ყიდულობს, მაგრამ პრაქტიკულად, ყველაფერ დანარჩენს იმპორტის გზით იღებს, ძირითადად ჩინეთიდან და რუსეთიდან.
და მაინც, ვისთან ვაჭრობს ჩრდილოეთ კორეა?
იმის გათვალისწინებით, რომ ფხენიანმა ჩრდილოკორეული ეკონომიკის ყველა მონაცემი გაასაიდუმლოა, ხოლო ქვეყანა მთლიანად იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან, შესაძლებელია იმის დაშვებაც, რომ უბრალოდ არ ჰყავს სავაჭრო პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არაა.
საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირების სამხრეთ კორეის სააგენტოს (Kotra) მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეას არანაკლებ 80 ქვეყანასთან აქვს სავაჭრო ურთიერთობა. მათ შორისაა ინდოეთი, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და ფილიპინები. პირველ ადგილზე ჩინეთია. ფხენიანის საერთაშორისო ვაჭრობის 93-პროცენტიანი წილი ამ ქვეყანაზე მოდის.
ჩინეთი
ტრადიციულად, ჩრდილოეთ კორეას ჩინეთში ექსპორტით ქვანახშირი გააქვს, მაგრამ ამ პროცესზე ზეგავლენა 2016 წლის სანქციებმა იმოქმედა. ამასთანავე, ფხენიანი ჩინეთში ყიდის ტექსტილს, შავ მეტალს, ტყვიასა და სხვა მინერალებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სანაცვლოდ ფხენიანი ყველა სახის ჩინურ პროდუქციას იღებს, ტანსაცმლიდან დაწყებული, სატვირთოებით დამთავრებული. გარდა ამისა, კერამიკას, ხილს, რადიომოწყობილობებს, კომპიუტერებს, საწვავს, ძრავებსა და სხვას.
Kotra-ს ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთთან ჩრდილოეთ კორეის ყოველწლიური ვაჭრობის მოცულობა ექვს მილიარდს აღწევს. სავაჭრო ბალანსი კი ჩინეთის მხარეს იხრება - პეკინი დაახლოებით 800 მლნ-ს გამოიმუშავებს.
ჩრდილოეთის კორეის მიერ წყალბადის იარაღის გამოცდამ ახალი სანქციების გატარება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა.
7 სექტემბერს ჩინეთის კომერციის მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინი გააგრძელებს ფხენიანთან "პოზიტიურ" სავაჭრო ურთიერთობას და ეს მის განაიარაღებაზე დადებითად იმოქმედებს:
"ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს, რათა ამ ურთიერთქმედებამ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობაზე დადებითად იმოქმედოს."
რუსეთი
ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პარტნიორების სიაში მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. თუმცა მისი საექსპორტო წილი მხოლოდ ერთ პროცენტს აღწევს (77 მლნ დოლარი). ფხენიანში რუსეთის ექსპორტი უფრო დაბალია, დაახლოებით, 0,2 პროცენტი.
ფხენიანი რუსეთში გაყინულ თევზს, კაცის ტანსაცმელსა და ჩასაბერ ინსტრუმენტებს აგზავნის. მოსკოვიდან კი იმპორტით შედის ქვანახშირის ფხვნილი, ხორბალი და გადამუშავებული ნავთობი.
Bloomber-ის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ასეთი მცირე სავაჭრო ურთიერთობებისა, რუსეთს, როგორც ჩინეთს, არ სურს ფხენიანთან ურთიერთობის გაწყვეტა და ამ გადაწყვეტილებას დიპლომატიური კავშირების შენარჩუნებით "იცავს".
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ეკონომიკაში ჩრდილოეთ კორეაში გატანილი ექსპორტი დიდი თანხებს არ იძლევა, სავარაუდოა, რომ ამით რუსეთს ფხენიანთან "ახლო" კავშირის შენარჩუნება სურს.
სხვა პარტნიორები
ინდოეთი სავაჭრო პარტნიორების სიაში მესამე ადგილს იკავებს. ფხენიანი მას ვერცხლს, ავტომობილის კოლოფს, გოგირდის მჟავასა და ტელეფონებს აწვდის. ინდოეთში კი ქანდაკებები, ტყვია, ქოქოსი, თხილი, ბამბა და პლასტმასი ჩადის.
Kotar-ის ანგარიშში წერია, რომ სინგაპურთან ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა (2015-2016 წლებში მოცულობამ 90 პროცენტით დაიწია). ამავე პერიოდში კი 171 პროცენტით გაიზარდა ვაჭრობა ფილიპინებთან.
როგორც ანგარიშში წერია, ფილიპინებთან ვაჭრობის გაზრდაზე მეტად უცნაური ის უფროა, რომ სავაჭრო პარტნიორების სიაში ლუქსემბრუგიც მოხვდა. პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ექსპორტირებით ლუქსემბურგმა 15 მლნ დოლარი გამოიმუშავა, ამ დროს ფხენინიდან 1,2 მლნ დოლარის იმპორტი შევიდა, მათ შორისაა, ელექტროტექნიკაზე დახარჯული 850 000 დოლარი. Kotar აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მონაცემების შეყვანის დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთში აერიათ და სიაში ლუქსემბურგის ყოფნა ამით აიხსნება.
Kotar-ის ანგარიში 2015-2016 წლებს ეხება და მეტად სავარაუდოა, რომ მას მერე მდგომარეობა შეიცვალა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ ეთიოპიაში იარაღის ორი ქარხნის აშენებაში მიიღო მონაწილეობა და სამრეწველო მოწყობილობებიც მიაწოდა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მას შეუძლია მოწყობილობებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, რითაც ეთიოპიას "იძულებულია", ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გააგრძელოს.
ჩრდილოეთ კორეა აფრიკულ სხვა სახელმწიფოებშიც აშენებდა სამხედრო ობიექტებს. მაგალითად, ნიგერიასა და მადაგასკარში.
თავის მხრივ, ზიმბაბვემ 5 მლნ დოლარი გადაიხადა ქვეყნის პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ორ ქანდაკებაში. ქანდაკებები ფხენიანს შეუკვეთეს ანგოლამ, ეგვიპტემ, გვინეამ, ეთიოპიამ და გერმანიამაც კი. ყველაზე მსხვილი შემკვეთი ნამიბიაა, რომელმაც 2000-იანების დასაწყისში 60 მლნ დოლარი გადაიხადა და უზარმაზარი სამხედრო მემორიალი შეუკვეთა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო ვაჭრობა იმაზე მეტად ინტენსიურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა



კომენტარები