"ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად" — მედიის ადვოკატირების კოალიცია
“განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ტრაგედიის ადგილზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლას და მუქარას ჰქონდა ადგილი,” — მედიის ადვოკატირების კოალიცია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
კოალიცია უსამძიმრებს ბავშვების მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ მათი მხრიდან ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონო ხელშეშლის ქმედებები ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას.
ბათუმელების ცნობით, აჭარა თაიმსის დამფუძნებლის სულხან მესხიძისათვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები მეორე დღეს 16 თებერვალსაც გრძელდება, კერძოდ მედიის ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ტრაგედიის ადგილზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლას და მუქარას ჰქონდა ადგილი. საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რამაც ორი ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. ქართული ოცნების მხრიდან უკანონო ხელშეშლის ქმედებები კი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირების შეზღუდვას და შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას," — ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
მედიაკოალიციის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების მხრიდან პოლიციის, უკანონო ფორმირებებისა თუ მხარდამჭერების დახმარებით ცდილობს ფიზიკურად იძალადოს და უკანონოდ ხელი შეუშალოს მედიის წარმომადგენლებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
"აღნიშნულ დანაშაულებზე კი პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტი ფიზიკური ძალადობის, პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის, ტექნიკის დაზიანებისა თუ მუქარის შემთხვევები დაფიქსირდა. თვეზე მეტია უკანონოდ დაკავებულია ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც არსებული რეჟიმის სინდისის პატიმარია. ქალბატონი მზია დაკავების დღიდან შიმშილობს, " — განაცხადა კოალიციამ.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს ბათუმში, ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ქართული ოცნების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანია ანაგი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ტრაგედია სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე მოხდა.
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
კომენტარები