ძალიან უხეშმა ფრანგმა ქურდებმა, ერთი პარიზელის ღვინის სარდაფში სასაფლაოებს შორის გვირაბის გათხრით მიაღწიეს და 250 000 ევროს ღირებულების უძველესი ღვინო მოიპარეს.

პარიზის კატაკომბებში 6 მილიონზე მეტი ფრანგის სასაფლაოა, მიწისქვეშა სივრცეში კედლები სწორედ მათი ჩონჩხების ნაწილებითაა შექმნილი.

პოლიცია დარწმუნებულია, რომ მძარცველები დანაშაულს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, რადგან ერთი ვიზიტით ვერ გაიგებდნენ, რომელი კედელი უნდა გაებურღათ, სარდაფამდე მისაღწევად.