პრეტენზიები გრენლანდიაზე, პანამის არხსა და კანადაზე — კიდევ რა თემებს შეეხო ტრამპი პრესკონფერენციაზე
მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა პრეტენზიები გრენლანდია და პანამის არხზე. ამას გარდა, მას აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი უკრაინაში ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა, ჰამასს კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისიც თქვა, რომ მზადაა გამოიყენოს ეკონომიკური ზომები, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატად აქციოს. პრესკონფერენციის დეტალებზე Euronews წერს.
გრენლანდია, პანამის არხი, კანადა
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ან ეკონომიკური იძულების მეთოდებს არ გაექცევა.
"პანამის არხი აშენდა ჩვენი სამხედროებისთვის... პანამის არხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას მართავს ჩინეთი. ჩინეთი! ჩვენ არხი პანამას მივეცით და არა ჩინეთს", — თქვა ტრამპმა.
რაც შეეხება გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპმა შემდეგი განაცხადა, რომ კუნძული აშშ-ს თავისუფალი სამყაროს დასაცავად ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
"ხალხმა არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას კანონიერი უფლება. მაგრამ თუ აქვს, მათ უნდა დათმოს ეს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თავისუფალი სამყაროს დასაცავად, მათ შორის რუსული და ჩინური გემებისგან," — თქვა აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ისიც თქვა, რომ მზადაა გამოიყენოს ეკონომიკური და არა არა სამხედრო ზომები, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატად აქციოს.
ახლო აღმოსავლეთი
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების კომენტირებისას, ტრამპმა ჰამასს მოუწოდა, გაათავისუფლოს 2023 წელს ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილი მძევლები მისი ინაუგურაციის დღემდე, 20 იანვარს. "თუ ეს მძევლები არ დაბრუნდებიან ჩემი თანამდებობის დაკავებამდე, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი იქნება", — თქვა მან.
უკრაინა
ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა ჯო ბაიდენი შეცდომებში, რომლებმაც, მისი აზრით, უკრაინის ომი გამოიწვია. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რადგან ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატოში გაწევრიანება. ტრამპმა აღნიშნა, რომ მას "შეუძლია გაიგოს რუსეთის გრძნობები".
"ბაიდენი არის კონფლიქტის დამნაშავე; ეს გამოწვეულია მისი ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობით", — თქვა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მის ინაუგურაციამდე. მისივე თქმით, ის ომის დასრულებას ექვს თვეში ელოდება.
გამოხმაურება კანადასა და დანიაში
კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ "მცირე შანსიც კი არ არსებობს იმისა", რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს.
"გამორიცხულია, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს. ორივე ქვეყანაში დასაქმებულები და ადგილობრივები ერთმანეთთან სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობით სარგებლობენ", — თქვა ტრუდომ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ "გრენლანდია არ იყიდება".
"დანიის მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. გრენლანდიის მომავალი განსაზღვრულია გრენლანდიაში. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს", — თქვა მან.
დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიაში სამშაბათს კერძო ვიზიტით ჩავიდა.
შვილის ვიზიტის კომენტირებისას ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიელი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს, თუ აშშ-ს ნაწილი გახდება
"გრენლანდია წარმოუდგენელი ადგილია და მისი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს, თუ და როდესაც ის ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდება. ჩვენ დავიცავთ მას და დავიცვათ ძალიან ბოროტი გარე სამყაროსგან. ვაქცევთ გრენლანდია კვლავ დიდებულს!", — თქვა ტრამპმა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები