პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა
1997 წლის 31 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე ბუკინგემის სასახლეში საბედისწერო ზარის ხმა გაისმა, სამეფო ოჯახს შეატყობინეს, რომ პრინცესა დაიანა პარიზში, დოდი ალფაიედთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა.
დღეს დაიანას გარდაცვალებიდან ზუსტად 20 წელი გავიდა, ზუსტად ამდენივე დროა გასული, რაც საუბარი არ წყდება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 1997 წლის საბედისწერო ღამეს, როდესაც ხალხის გულების პრინცესა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადამიანები, რომლებსაც ლედი დაიანა უყვარდათ მის სიკვდილში დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ადანაშაულებდნენ, ზოგიც იმ პაპარაცებს რომლებიც პრინცესას გამუდმებით კუდში დასდევდნენ, ბევრიც პრინცესას სიკვდილში თავად პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერს სდებს ბრალს, თუმცა ოფიციალური ვერსიით ავარია მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.
აღსანიშნავია, რომ დაიანას სიკვდილიდან მეორე დღეს უინძორების ოჯახმა ბუკინგემის სასახლე დატოვა და ქალაქგარეთ რეზიდენციაში გაემგზავრა.
ექვსი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი სთხოვდა ელიზაბეტ მეორეს შეესრულებინა ხალხის ნება და დაბრუნებულიყო ლონდონში, რათა ხალხის გვერდით დამდგარიყო.
ელიზაბეტი ამ წინადადებაზე უარს მანამ ამბობდა, სანამ არ დაინახა, რომ ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვისკენ მიმავალ გზას დაადგა. მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, დაიანას დაკრძალვის წინა დღეს, დედოფალმა ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც შემდეგ BBC-ის პირდაპირ ეთერით მიმართა მაყურებელს.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დაიანა კაცობრიობისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. მას ყველაზე რთულ დროსაც კი შეეძლო ღიმილი და სიყვარულის გაცემა, რითაც ის ჩვენთვის შთაგონების წყარო და სიკეთის ნამდვილი მაგალითია.
მის სახელს არც ისინი დაივიწყებენ, ვისაც ის ერთხელაც არ უნახავს. მჯერა, რომ მისი ცხოვრებიდან უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ.
ხალხის იმ რეაქციიდანაც, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა, ვუერთდები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ მის ხსოვნას გავუფრთხილდეთ. იმედი მაქვს დღეს ყველა ერთად გავაცილებთ დაიანას უკანასკნელ გზაზე.
დაე სიმშვიდე ჰპოვოს მისმა სულმა.", ასე მიმართა ელიზაბეტ მეორემ ბრიტანეთის მოქალაქეებს.
დაიანას გარდაცვალებიდან ოცი წლის თავზე, ტრაგიკული ამბის აღსანიშნად, სამეფო ოჯახი მისი ძეგლის დადგმას კენსინგტონის სასახლის ბაღში აპირებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დაიანას შვილებმა პრინცმა ჰარიმ და უილიამმაც გაავრცელეს:
"დედას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. ვიმედოვნებთ, რომ მემორიალი ყველა მნახველს დააფიქრებს მის ცხოვრებაზე და იმ საქმეზე რასაც ხალხის გულების პრინცესა აკეთებდა".
ასევე დღეს შედგება HBO-ზე იმ დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც ლედი დაიანას ცხოვრებას მიეძღვნა.
დოკუმენტურ ფილმში ვიხილავთ ინტერვიუებს ლედი დის შვილებთან, კემბრიჯის ჰერცოგ უილიამთან და პრინც ჰარისთან, რომლებიც საუბრობენ თუ რა გავლენა ჰქონდა დაიანას მათ ცხოვრებაზე.
HBO-ს განცხადებით, ამავე ფილმში ვიხილავთ თითქმის ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრინცესასთან და პირველად ალაპარაკდებიან მისი გარდაცვალების მიზეზებზე.
დოკუმენტური ფილმი პრინცესა დიანას შესახებ არ არის ერთადერთი, რომელიც 2017 წელს მისი გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნება. ჯერ კიდევ თებერვალში ABC-მ განაცხადა, რომ აგვისტოში პრინცესას შესახებ სპეციალურ, ოთხსაათიან გადაცემას მოამზადებს.
FX და რაიან მერფი კი ლედი დის შესახებ სერიალს გადაიღებენ, სადაც მთავარ როლს, სავარაუდოდ, სარა პოლსონი შეასრულებს.
გარდა ამისა, სპეციალურ გადაცემებს CBC და NBC-იც გააკეთებენ.
რამდენიმე ფოტო ლედი დაიანას ცხოვრებიდან:
დღე, როდესაც პრესაში გახმაურდა ინფორმაცია დაიანასა და პრინც ჩარლზის ურთიერთობა
1981 წლის 24 თებერვალს დაიანამ და ჩარლზმა ნიშნობის შესახებ განაცხადეს
1981 წლის 29 ივლისს ბრიტანეთში სამეფო ქორწილი გაიმართა
დაიანასა და ჩარლზის თაფლობის თვე
1982 წლის 21 ივნისს პრინცი უილიამი დაიბადა
1984 წლის 15 სექტემბერს კი პრინცი ჰარი
დაიანა თეთრ სახლში ვიზიტის დროს ჯონ ტრავოლტას ეცეკვა
პრინცესა დაიანა პირველი იყო სამეფო ოჯახიდან, ვინც შიდსით დაავადებულ ადამიანებს შეხვდა და მათ დახმარების ხელი გაუწოდა
დაიანა 1992 წელს, ინდოეთში ვიზიტის დროს
ლედი დაიანა თვისი ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად დღემდე ითვლება, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე პროგრესული და კეთილშობილი წევრი იყო, რომელმაც შეძლო და ის კედელი, რომელიც ბუკინგემის სასახლის მცხოვრებლებს დანარჩენ სამყაროსთან აშორებდა დაარღვია, სწორედ ამიტომაც უწოდებენ მას ხალხის გულების პრინცესას.
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს ბედნიერი არ ვიყავი — ჯიმ პარსონსი The Big Bang Theory-ში გატარებულ წლებს იხსენებს
გადახედვა
-
სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
-
ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
გადახედვა
-
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
გადახედვა
-
ჯეი დი და უშა ვენსებს მეოთხე შვილი შეეძინათ ჯეი დი და უშა ვენსებს მეოთხე შვილი შეეძინათ
გადახედვა
-
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
Geely — შენი სპონტანური მოგონებებისთვის — ჯილი ცენტრი თეგეტამ საზაფხულო კამპანია დაიწყო Geely — შენი სპონტანური მოგონებებისთვის — ჯილი ცენტრი თეგეტამ საზაფხულო კამპანია დაიწყო
-
საქართველოს ოთხ რეგიონში უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის გამო 7 პირი დააკავეს საქართველოს ოთხ რეგიონში უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის გამო 7 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობისთვის უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობისთვის უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
"არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ" — აგარანი მამულის ინციდენტის მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე "არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ" — აგარანი მამულის ინციდენტის მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
-
მოსკოვში Wildberries-ის საწყობზე დრონებით იერიშის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა მოსკოვში Wildberries-ის საწყობზე დრონებით იერიშის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა — 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად თიბისის და FMO-ს პარტნიორობა — 210 მლნ აშშ დოლარი ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
-
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია — რა მოხდა მუნდიალის ფინალში? ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია — რა მოხდა მუნდიალის ფინალში?
გადახედვა
-
"კაცს არ დაარტყამენ ისეთი ძალით, რაც ქალს დაარტყეს" — უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადვოკატი "კაცს არ დაარტყამენ ისეთი ძალით, რაც ქალს დაარტყეს" — უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადვოკატი
გადახედვა
-
ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა — მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა — მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
გადახედვა














კომენტარები