ზაზა ოქუაშვილი

12 Dec. 2024, 18:23

"მივმართავ ტელეკომპანიებს ფორმულასა და ტვ პირველს,

მე მზად ვარ, რომ ჩავერთო პირდაპირ ეთერებში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაციაზე წვდომა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საზოგადოების ბრძოლა თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე, ჟურნალისტების მიმართ არსებული თავდასხმის ფაქტებიდან გამომდინარე არსებული ფონი, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებული იქნა პიარულად ფეიქ ნიუსის შესაქმნელად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.

კვლავ ვაცხადებ, რომ არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ თითქმის ერთი წელია იგივეა.
ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშავოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს. ჩემი სახსრებით შექმნილი არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი კონკრეტული პირის პიარ და პარტიული ინტერესებისთვის, გასაძარცვად და პირადი კეთილდღეობისთვის.

სხვა ბევრ კანონდარღვევასთან ერთად, არ შეიძლება კომპანიას უგროვდებოდეს მილიონობით ვალი, ედოს საგადასახადო ინკასო, რაც საბოლოო ჯამში მას გაკოტრებამდე მიიყვანს და პრივილეგირებული პირები, მაგალითად ნიკა გვარამია, იღებდეს 88,500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, მისი შემოსავლის სხვა მაქინაციებზე ცალკე ვისაუბრებ.
ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია.

ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ, არხის ამჟამინდელი მენეჯმენტისთვის, რომლებიც საუბრობენ სხვა დამფუძნებლების სახელითაც, ჩემს მიერ შეთავაზებული იქნა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო უარის მიღების შემდეგ განვიხილავდი გია ჭანტუარიას კანდიდატურას, თუმცა ორივესთან პირადი მოლაპარაკების გარეშე.

ეს შეთავაზებები, ორივე, ახლაც ძალაშია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შესძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას.

ცალკე ვუპასუხებ ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსში აღწერილ ყალბად შეფუთულ ცილისწამებებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მე-5 წერილს…